წლის პირველ 8 თვეში საქართველოში სულ 410 სამოხელეო დანაშაულია რეგისტრირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8%–ით ჩამორჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საჯარო უწყებებში ყველაზე ხშირად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ვლინდება. კერძოდ, იანვარ–აგვისტოს პერიოდში მსგავსი 223 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი გახსნის მაჩვენებელი კი 1.3%–ია.
ასევე დაფიქსირდა ქრთამის აღების 47 შემთხვევა. მათგან 19 გახსნილია. წინა წელთან შედარებით, ქრთამის აღების რეგისტრირებული მაჩვენებელი 14.6%–ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 57 შემთხვევა, ზრდა წინა წელთან შედარებით 18.7%–ია.
ამასთან, სამსახურებრივი გულგრილობის 49 შემთხვევა დაფიქსირდა, სამსახურებრივი სიყალბის კი 24.