1. ავტო ლიზინგი VS ავტო ლომბარდი
არსებობს ორი სახის ავტო სესხი, ესენია: ავტო ლიზინგი და ავტო ლომბარდი. ორივე მეთოდი გულისხმობს სესხის აღებას მანქანის უზრუნველყოფით; თუ ავტომობილის შეძენას გეგმავთ, თუმცა არ იცით ლიზინგით ისარგებლოთ თუ ლომბარდით, ეს სტატია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
რა განსხვავებაა სესხის ამ ორ ტიპს შორის? ლიზინგის დროს შეგიძლიათ მანქანით სარგებლობა სესხის მიმდინარეობის პერიოდშიც, ხოლო ავტო ლომბარდის დროს სესხის სრულად გადახდამდე მანქანა რჩება ლომბარდში, და მისი გამოყენების უფლება არავის არ აქვს მანამ, სანამ ლომბარდი სრულად არ დაიფარება.
2. სხვადასხვა კომპანია = განსხვავებული პირობები
საქართველოს ავტო სესხების ბაზარზე ბევრი კომპანია ოპერირებს, თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს მომხმარებელთან, მომსახურების პირობებიც განსხვავებულია.
ასე რომ, თუ ავტო სესხის აღებას აპირებთ გააგზავნეთ მოთხოვნა რაც შეიძება მეტ კომპანიაში და შეადარეთ მათი შემოთავაზებები ერთმანეთს. ასევე, კარგია თუ გამოიყენებთ სესხების შედარების პლატფორმას, მაგალითად, Finacer.com, სადაც შეგილიათ, ნახოთ თითქმის ყველა კომპანიის ავტო სესხი და მათი პირობები, შემდეგ ყველა კომპანიის პირობების გათვალისწინებით აირჩიოთ საუკეთესო.
3. თვითმონაწილეობა
თუ ავტომობილის შეძენა გსურთ ავტო ლიზინგით, ამ დროს საკრედიტო კომპანიები მანქანის ღირებულების 100 %-ს არ გასცემენ სესხად, რეალურად, უმეტეს შემთხვევაში, ლიზინგით გაიცემა მანქანის ღირებულების 70-80 %, გამონაკლის შემთხვევებში მანქანის ღირებულების – 90%;
გამოდის, რომ ავტო ლიზინგის დროს დიდ ნაწილს გიფინანსებთ ავტო ლიზინგის კომპანია, დარჩენილი თანხა კი თავად უნდა დაამატოთ ავტომობილის შესაძენად.
4. ავტო სესხის ვალუტა
ავტო სესხები უმეტესად დოლარში გაიცემა, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ამ კომპონენტს, რადგან ჩვენი ვალუტა საკმაოდ არასტაბილურია, ლარის გაუფასურების შემთხვევაში, შესაძლოა, იმაზე ბევრად მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე თავდაპირველად გქონდათ გათვლილი.
5. სესხის ვადა
ზოგადად, რაც უფრო მეტ პერიოდზეა გათვლილი სესხი, მით მეტია სესხის პროცენტში გადახდილი თანხა, ამიტომ სჯობს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადიხადოთ ავტო სესხი. გარდა ამისა, ამას ემატება წინა პუნქტში ნახსენები ვალუტის არამდგრადობა.
თუ დიდი ხანი გვიწევს სესხის გადახდა მეტია შანსი, რომ ლარი გაუფასურდება და უფრო მეტი თანხის შეტანა მოგვიწევს სესხის დასაფარად.
6. დამატებითი ხარჯები
ყოველთვის დააზუსტეთ დამატებითი (ე.წ. ფარული) ხარჯების შესახებ. შესაძლოა, კრედიტორი ითხოვდეს მანქანის დაზღვევას, გარდა ამისა, ჰქონდეს სესხის გაცემის საკომისიო ან სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო. გაიგეთ, თუ ვინ გადაიხდის დაზღვევის თანხას და აქვს თუ არა სესხს დამატებითი ხარჯები.
7. საკრედიტო ისტორია
ავტო სესხსი პროცენტის გამოთვლა თითოეული მომხმარებლისთვის ხდება ინდივიდუალურად, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა;
თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ, სესხის საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალი და ხელსაყრელი პირობებით იქნება. ასევე, საკრედიტო ისტორია გავლენას ახდენს სესხის მოცულობაზეც; თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ, მანქანის ღირებულების 60-70%-ზე მეტს არ შემოგთავაზებენ, როცა კარგი საკრედიტო ისტორიის დროს დიდი შანსი 90%-იც კი დაგიფინანსოთ ავტო ლიზინგის კომპანიამ.