34 წლის სანა მარინი, ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, სულ მალე შევა ისტორიაში, როგორც ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი.
მარინი პრემიერის პოსტისთვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ შეარჩია, მას შემდეგ, რაც ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოსტი დატოვა. ფინეთის ისტორიაში მარინი მესამე ქალი პრემიერ-მინისტრია და საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
მარინი რეპორტიორებთან მომავალ გეგმებზე საუბრობს და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად კოალიციის შიგნით ნდობის აღდგენას ასახელებს.
მარინი პოლიტიკაში 27 წლის ასაკში მოვიდა და მშობლიურ ქალაქ ტამპერეში ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელობდა.
წყარო: Business Insider