საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა. თუმცა ასეთი მაღალი ზრდა 2021 წლის იანვარში დაფიქსირებული 11.5%-იანი კლებითაც არის განპირობებული. პანდემიამდელ პერიოდთან, 2020 წლის იანვართან შედარებით ეკონომიკა 5.6%-ით არის გაზრდილი.
წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები