Yuga Labs-ი რაიდერ რიპსს BAYC-ის NFT-კოლექციის კოპირებისთვის სასამართლოში უჩივის

Yuga Labs-ი რაიდერ რიპსს BAYC-ის NFT-კოლექციის კოპირებისთვის სასამართლოში უჩივის

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT-კოლექციის, Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელი ორგანიზაცია, Yuga Labs-ი არტისტ რაიდერ რიპსს მისი კოლექციის კოპირებაში ადანაშაულებს და ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში უჩივის. Yuga Labs-ის თქმით, რიპსს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რითაც მილიონებს შოულობს და თან, „ამ ზიანით ამაყობს კიდეც“.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის დაწყებული დავა რიპსის NFT-კოლექციას, RR/BAYC-ს უკავშირდება, რომელიც Yuga Labs-ის მიერ შექმნილი Bored Ape Yacht Club-ის იდენტური კოლექციაა, როგორც მასში შემავალი ტოკენების, ასევე ბრენდინგის კუთხითაც. თავად რაიდერ რიპსი BAYC-ის არც ერთ NFT-ის არ ფლობს.

ფოტო: Forbes

უნდა ითქვას, რომ RR/BAYC-ი რაიდერ რიპსმა ერთ-ერთ ცნობილ NFT-ინფლუენსერთან, j1mmy.eth-თან კამათის შემდეგ შექმნა. რიპსს იმის დამტკიცება სურდა, რომ NFT-ის ქონა მის მფლობელს ამ ტოკენზე გამოსახულ სურათზე უნიკალურ უფლებებს არ აძლევს, რის გამოც, მან j1mmy.eth-ის მფლობელობაში არსებული NFT-ი დამინტა.

მოგვიანებით, Yuga Labs-მა „ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლების აქტის“ საფუძველზე რიპსს ნიმუშების წაშლისაკენ მოუწოდა, მაგრამ ეს მოთხოვნა მალევე გააუქმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს უდიდესმა NFT-მარკეტპლეისმა, OpenSea-მ რაიდერ რიპსის მიერ შექმნილი კოლექცია მაინც წაშალა. მას, იმ დროს, თითქმის $3.5 მილიონის NFT-ები ჰქონდა გაყიდული.

Yuga Labs-სა და რაიდერ რიპსს შორის დაწყებული დავა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება NFT-სამყაროს რეგულირების ერთ-ერთი პირველი სამართლებრივი პრეცედენტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რაიდერ რიპსი ამერიკული Forbes-ის პროექტ 30 Under 30-ის 2016 წლის გამარჯვებულია, ხელოვნებისა და სტილის კატეგორიაში.