თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ზაფხულს, ევროპაში თვითმფრინავით მოგზაურობა კოლოსალურად გართულდა, რაზეც გადადებული და გაუქმებული ფრენების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს. აეროპორტების ძირითადი პრობლემა მომსახურე პერსონალის დეფიციტია, რომელიც აისახება როგორც ფრენების გრაფიკის აღრევაზე, ასევე აეროპორტის შიგნით ოპერაციებზე, მათ შორის საბაჟო კონტროლსა და ბარგის გადაზიდვაზე.
აეროპორტებში არსებული ქაოსი იმდენად ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა თვითმფრინავის ბილეთების გაყიდვაზე ლიმიტიც კი დააწესა, შიდა არეულობისთვის სათანადოდ რომ მიეხედა. თუმცა, როგორც ირკვევა, ლონდონის მთავარ აეროპორტში არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სავალალოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საავიაციო ანალიტიკით დაინტერესებული ტურისტული სააგენტოს, Hopper-ის მონაცემებით, გადადებული და გაუქმებული ფრენებით, ის ევროპის რიგით მე-15 ყველაზე ცუდი აეროპორტია – ივლისში, ამ აეროპორტში ფრენების 51% გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ Hopper-ის დასკვნები Official Aviation Guide-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება, რომელიც, თავის წილ, სხვადასხვა სახის მონაცემებსა და ანალიტიკას ამზადებს აეროპორტებისთვის, ავიახაზებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ამრიგად, Hopper-ის მიერ ევროპის ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.
ევროპის ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეული – გადადებული ფრენების მიხედვით
ბრიუსელის აეროპორტი (BRU)
ბრიუსელი, ბელგია
გადადებული ფრენები – 72%, გაუქმებული ფრენები – 2.5%
ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი (FRA)
ფრანკფურტი, გერმანია
გადადებული ფრენები – 68%, გაუქმებული ფრენები – 7.8%
ეინდჰოვენის აეროპორტი (EIN)
ეინდჰოვენი, ნიდერლანდები
გადადებული ფრენები – 67%, გაუქმებული ფრენები – 1.8%
ლუტონის აეროპორტი (LTN)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გადადებული ფრენები – 66%, გაუქმებული ფრენები – 2.7%
ფერენც ლისტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (BUD)
ბუდაპეშტი, უნგრეთი
გადადებული ფრენები – 65%, გაუქმებული ფრენები – 2.1%
ლისაბონის აეროპორტი (LIS)
ლისაბონი, პორტუგალია
გადადებული ფრენები – 65%, გაუქმებული ფრენები – 4.8%
შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტი (CDG)
პარიზი, საფრანგეთი
გადადებული ფრენები – 62%, გაუქმებული ფრენები – 3.1%
სხიპოლის აეროპორტი (AMS)
ამსტერდამი, ნიდერლანდები
გადადებული ფრენები – 61%, გაუქმებული ფრენები – 5.2%
ლაჟვარდოვანი სანაპიროს აეროპორტი (NCE)
ნიცა, საფრანგეთი
გადადებული ფრენები – 60%, გაუქმებული ფრენები – 3.4%
გეტვიკის აეროპორტი (LGW)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გადადებული ფრენები – 59%, გაუქმებული ფრენები – 1.4%
როგორც Hopper-ის მონაცემებით ირკვევა, წლევანდელი ზაფხულის ტურისტულ და პერსონალის დეფიციტთან დაკავშირებულ შოკებს რეგიონული აეროპორტები გაცილებით უკეთ ხვდებიან, ვიდრე საერთაშორისო, რაც, ცხადია, მგზავრთა უფრო მცირე ნაკადით აიხსნება. მცირე ზომის აეროპორტებს შორის, კანარის კუნძულებზე მდებარე გრან-კანარიის აეროპორტი და კატანიაში მდებარე ფონტანაროსის აეროპორტი ლიდერობენ – ეს უკანასკნელი, მაგალითად, დღეში 300-ს ფრენას უზრუნველყოფს, როცა ლონდონის ჰითროუს აეროპორტი – 1300-ს. თუმცა, საუკეთესო აეროპორტებში დიდი საერთაშორისო აეროპორტებიც მოხვდნენ, მაგალითად ადოლფო სუარესის სახელობის ბარახასის აეროპორტი, რომელიც მადრიდში მდებარეობს.
ამრიგად, Hopper-ის მიერ ევროპის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.
ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეული – დროული გამგზავრების მიხედვით
ბერგამოს ალ სერიოს აეროპორტი (BGY)
ბერგამო, იტალია
გადადებული ფრენები – 3%, გაუქმებული ფრენები – 1%
გრან-კანარიის აეროპორტი (LPA)
გრან-კანარია, ესპანეთი
გადადებული ფრენები – 8%, გაუქმებული ფრენები – 0.3%
ოტოპენის საერთაშორის აეროპორტი (OTP)
ბუქარესტი, რუმინეთი
გადადებული ფრენები – 10%, გაუქმებული ფრენები – 1.7%
დუბლინის საერთაშორისო აეროპორტი (DUB)
დუბლინი, ირლანდია
გადადებული ფრენები – 15%, გაუქმებული ფრენები – 1.6%
ფონტანაროსის აეროპორტი (CTA)
კატანია, იტალია
გადადებული ფრენები – 16%, გაუქმებული ფრენები – 1.1%
ადოლფო სუარესის სახელობის ბარახასის აეროპორტი (MAD)
მადრიდი, ესპანეთი
გადადებული ფრენები – 19%, გაუქმებული ფრენები – 0.4%
ალიკანტეს აეროპორტი (ALC)
ალიკანტეს პროვინცია, ესპანეთი
გადადებული ფრენები – 20%, გაუქმებული ფრენები – 3.4%
მარსელის აეროპორტი (MRS)
მარსელი, საფრანგეთი
გადადებული ფრენები – 20%, გაუქმებული ფრენები – 2.0%
ორლის აეროპორტი (ORY)
პარიზი, საფრანგეთი
გადადებული ფრენები – 21%, გაუქმებული ფრენები – 1.2%
მალაგის აეროპორტი (AGP)
მალაგა, ესპანეთი
გადადებული ფრენები – 24%, გაუქმებული ფრენები – 3.3%