Shell-მა, $11.5-მილიარდიანი მოგებით, კვლავ რეკორდი მოხსნა

Shell-მა, $11.5-მილიარდიანი მოგებით, კვლავ რეკორდი მოხსნა

Shell-მა მეორე კვარტალის $11.5-მილიარდიანი მოგებით სამი თვის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა. მეორე კვარტალში კომპანიის რეკორდული მოგება გადამუშავების მოგების გასამმაგებითა და გაზის გაზრდილი ვაჭრობითაა გამოწვეული.

რეკორდული მოგების გარდა, კომპანიამ მიმდინარე კვარტალში $6-მილიარდიანი აქციების ყიდვის პროგრამის შესახებაც გააკეთა განცხადება, თუმცა ერთ აქციაზე 25-ცენტიანი დივიდენდი არ გაუზრდია.  Shell-ის განმარტებით, აქციონერთა ანაზღაურება „საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ნაკადის 30%-ზე მეტი“ დარჩება.

პანდემიის შემდგომ მოთხოვნის სწრაფმა მატებამ და უკრაინის ომით გამოწვეულმა ენერგიის მაღალმა ფასებმა, ორწლიანი ვარდნის შემდგომ, ენერგოკომპანიების მოგება მკვეთრად გაზარდა.

2022 წლის პირველ ნახევარში $8.6 მილიარდის აქციის გაყიდვის შემდგომ, კომპანიის ახალი „გამოსყიდვის პროგრამა“ ნავარაუდებზე მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „გამოსყიდვის პროგრამა“ დააჩქარა მისმა ფრანგმა კონკურენტმა TotalEnergies-მაც, რომელმაც მიმდინარე კვარტალში ასევე რეკორდულ მოგებას, $9.8 მილიარდს მიაღწია.

Shell-ის რეკორდული მონაცემები, უმეტესწილად ენერგიის მაღალ ფასებსა და გადამუშავების მარჟებს ასახავს, ისევე როგორც გაზისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის გაძლიერებას, თუმცა ნაწილობრივ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ვაჭრობის დაბალი შედეგებითაც კომპენსირდება.