გასულ წელს კოსმოსური ინდუსტრია რეკორდული $469 მილიარდით გაიზარდა

გასულ წელს კოსმოსური ინდუსტრია რეკორდული $469 მილიარდით გაიზარდა

კოსმოსური ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში უსწრაფესად გაიზარდა და 2021 წელს წლიურ გლობალურ დანახარჯებში რეკორდულ $469 მილიარდს მიაღწია. ახალი ანგარიში Space Foundation-მა გამოაქვეყნა.

Space Foundation-ის მოხსენების თანახმად, გლობალური კოსმოსური ეკონომიკა 2021 წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, რაც 2014 წლის შემდგომ ზრდის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. კომერციულმა კოსმოსურმა საწარმოებმა დანახარჯების 77% შეადგინა, რაც გასულ წელს კოსმოსში გაშვებული მოქალაქეების რეკორდული რაოდენობის დამსახურებაა.

კოსმოსური საწარმოების დანახარჯების გარდა, ანგარიშის თანახმად, $224 მილიარდზე მეტი კოსმოსური ფირმების მიერ მიწოდებულ პროდუქტებსა და სერვისებზე მოდიოდა, ხოლო თითქმის $138 მილიარდი ინფრასტრუქტურასა და კომერციული კოსმოსური საწარმოების მხარდაჭერაზე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთავრობის ხარჯები 19%-ით გაიზარდა და შედეგად, კოსმოსურ ეკონომიკას $107 მილიარდი შეემატა. მხოლოდ აშშ-ის მთავრობამ და სამხედროებმა კოსმოსური მიმართულებით $59.6 მილიარდი დახარჯეს, რაც გლობალური კოსმოსური დანახარჯების 12%-ია.

2022 წლის ეკონომიკური შენელების მიუხედავად, Space Foundation-ის ანგარიში კოსმოსური ხარჯების ზრდასაც ვარაუდობს. ფონდის პროგნოზით, კოსმოსური ეკონომიკა 2026 წლისთვის $634 მილიარდს გადააჭარბებს. ცნობისთვის, 2022 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში, 1,022 კოსმოსური ხომალდი გაუშვეს, რომელთა უმრავლესობა (958) კომერციული სექტორიდან იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.