საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში, 2021 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა. 7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.3%-ია.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. თუმცა 7 თვეში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამაღლდება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები