Non Fungible Fest 2022-მა NFT-საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეტავერსში გააერთიანა

Non Fungible Fest 2022-მა NFT-საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეტავერსში გააერთიანა

საქართველოში მეტავერს ღონისძიებების პირველმა სააგენტო Arrival-მა წარმატებული Fuckup Nights Tbilisi ღონისძიების შემდეგ, Web3 ექსპერტები და კრიპტო სამყაროს ენთუზიასტები კვლავ მეტავერსში გააერთიანა NFT-ფესტივალზე.

ღონისძიების ფარგლებში 7-მა ქართველმა და საერთაშორისო სპიკერებმა ამ თემის ირგვლივ საკუთარი გამოცდილება გააზიარეს, პარალელურად კი დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტავერს სივრცეში მოწყობილი ვირტუალური გალერეის დათვალიერების, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ტოპ არტისტების NFT-პროექტები.

სპიკერებს შორის იყვნენ ლაშა ანთაძე – NFT დატა პლატფორმის, Rarify-ის თანადამფუძნებელი, Shavhekha Santhira – მალაიზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი NFT-ქომუნითის დამფუძნებელი, Olumide – NFT მრჩეველი და სხვა..

Non Fungible Fest 2022 ღონისძიების ორგანიზატორი იყო Arrival – მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა NFT მარკეტინგული სააგენტოს – No Rug Agency-ის მხარდაჭერით, ხოლო მეტავერს პარტნიორი იყო მეტავიუ (MetaViu).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *