სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 40%-ით (149 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 14%-ით (132 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 523 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1,084 მლნ დოლარი შეადგინა.

სექტემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -561 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის სექტემბრის უარყოფით ბალანსზე 17 მლნ დოლარით ნაკლებია.

ცხრა თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 37%-ით, ხოლო იმპორტი 34%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 35%-ითაა გაზრდილი. ცხრა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -5,355 მლნ დოლარია, 2021 წლის ცხრა თვეში -4,047 მლნ დოლარი იყო. დეფიციტი 1,308 მლნ დოლარით გაიზარდა.

სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.