საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2022 წლის სექტემბერში 2021 წლის სექტემბერთან შედარებით 177 მლნ დოლარით, 85%-ით გაიზარდა. სექტემბერში სულ 387 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აღნიშნული თვის რეკორდული მაჩვენებელია.
9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 2.8 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 1.1 მილიარდი დოლარით (65%-ით) მეტია.
სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 174 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 4.5-ჯერ მეტია. ასევე, ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა 14.6 მლნ დოლარით, სომხეთიდან 7.8 მლნ დოლარით, ბელარუსიდან 6.2 მლნ დოლარით.
მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2022 წლის აგვისტოში 8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მხოლოდ 41 ათასი დოლარი. ასევე შემცირდა ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან 3.3 მლნ დოლარით.
საქართველოდან საზღვარგარეთ 32 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი