ნიუ-იორკში მდებარე ბინა, რომელშიც ჟან-მიშელ ბასკიამ სიცოცხლის უკანასკნელი ხუთი წელი გაატარა, უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა. გარდაცვლილი მხატვრის ბინა თვეში $60,000-ად ქირავდება. უნდა აღინიშნოს, რომ მის ფასს, ბასკიას ნამუშევრებზე მოთხოვნის ზრდაც განაპირობებს.
ჟან-მიშელ ბასკიას ბინა, რომელიც ნიუ-იორკში, დიდი ჯონსის ქუჩაზე მდებარეობს, 1988 წელს გარდაცვლილი ხელოვანის ფანებისთვის, საყვარელ ადგილს წარმოადგენს. წლების განმავლობაში, ბინის ექსტერიერზე, რომელიც მხატვრის მემორიალად აღიქმება, ახალი გრაფიტები გაჩნდა. უძრავი ქონების აგენტების ჯონ როშისა და გარეთ კელის ინფორმაციით, შენობა მხოლოდ კომერციული სარგებლობისთვისაა განკუთვნილი, გასაქირავებლად მისი საბაზისო ღირებულება კი $51,000-ს უტოლდება, რასაც თვიურად, გადასახადების $9,000 ემატება.
Meridian Capital Group-ის ცნობით, ბასკიას ნიუ-იორკის ორსართულიანი ბინის ფართი 600 კვადრატულ მეტრს აღემატება. შენობა ერთ დროს მხატვრის მეგობარსა და მენტორს, ენდი უორჰოლს ეკუთვნოდა, რომელმაც ბინა 1970 წელს შეისყიდა, ხოლო 1983 წლიდან ბასკიას მიაქირავა. ახალგაზრდა მხატვარი უორჰოლის ბინაში სიცოცხლის უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. 27 წლის ასაკში, ბასკია, ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.
შარშანდელ აუქციონზე, ბასკია ყველაზე გაყიდვად მხატვრებს შორის მოხვდა. მაისში, იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ, ბასკიას უსათაურო ნამუშევარი $85 მილიონად გაყიდა. ხელოვანის შემოქმედებას საზოგადოება ისეთ პოპულარულ ბრენდებთან კოლაბორაციის საშუალებით იცნობს, როგორებიც Dr. Martens-ი და Coach-ია. გასულ წელს, ბასკიას ნახატი ტიფანის რეკლამაშიც გამოჩნდა, სადაც მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ცნობილი შემგროვებლები და თაყვანისმცემლები, ბიონსე და ჯეი-ზიც მონაწილეობდნენ.