აქსელი — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი

აქსელი — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი

აქსელი — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, 1.5 წლის წინ, ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით შეიქმნა. ამ დროისათვის ორგანიზაცია 75-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებთან 8 გარიგების დახურვა გახდა შესაძლებელი და განხორციელდა 600,000$-ის ინვესტიცია, რაც საკმაოდ კარგი რიცხვია ასეთ მოკლე ვადაში.

აქსელის წევრები ინვესტიციას ახორციელებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე — სინდიკატირებულად, იგულისხმება, რომ გარიგებაში მცირე საინვესტიციო თანხით ერთად შედის რამდენიმე წევრი ინვესტორი.

აქსელი არის EBAN-ის, ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპის წამყვანი ქსელის წევრი და ბორდის წევრი, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის წევრებს უფასო წვდომა აქვთ ყველა უპირატესობაზე: EBAN TV, EBAN Academy, ქსელის ღონისძიებები, Knowledge Center და EBAN ვებინარები.

აქსელის მუშაობის ფორმატი დახურულ ფიზიკურ, ხოლო გაცილებით ხშირად ონლაინ შეხვედრებს მოიცავს. 2023 წელს დაგეგმილია 11 საინვესტიციო შეხვედრა და 2 საერთაშორისო სამიტი, რომლის ფარგლებშიც აქსელი წევრებს 50-ზე მეტ ქართულ და უცხოურ ტექნოლოგიურ სტარტაპს წარუდგენს. S

თუ გსურთ, გახდეთ Axel-ის წევრი ანგელოზი ინვესტორი, შეავსეთ ფორმა ბმულის გამოყენებით.

Axel LinkedIn: https://www.linkedin.com/company/axelangelinvestors

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *