Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი დაუდასტურა

Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი დაუდასტურა

Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი B+ დონეზე პროგნოზით სტაბილური დაუდასტურა.

რეიტინგის დადატურების ერთ-ერთ მიზეზად სააგენტო საქართველოს რკინიგზის სახელმწიფოსთან კავშირს ასახელებს, – საქართველოს რკინიგზა სრულად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა.

Fitch აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის მონოპოლიური მდგომარეობა როგორც წესი არ იწვევს მის მონიტორინგს ან დამატებით რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან.

საშუალოვადიან პერიოდში სააგენტო საქართველოს რინიგზის სტატუსის შეცვლას არ ელოდება.

“კომპანიის 25%-იანი წილის პრივატიზება სავარაუდოდ 2020 წლამდე ვერ განხორციელდება”, – წერს Fitch. გარდა ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულება რკინიგზას 2022 წლამდე სხვადსხვა დირექტივების დანერგვას ავალდებულებს.

„ველოდებით, რომ აღნიშნულ ვადამდე საქართველოს რკინიგზას ერთიან ჰოლდინგში სხვადსხვა სეგმენტის ბიზნესის ცალკეული ერთეულები ექნება. GR უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის როლის გაძლიერებაში, ასევე რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში. სატრანსპორტო ტვირთების 30% სწორედ საქართველს რკინიგზაზე მოდის. ასევე საქართველოს რკინიგზა განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 2016 წელს ქვეყნის მშპ-ს 1,3% შეადგინა. კომპანია ქვეყნაში უმსხვილესი დამსაქმებელი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელია“, – წერს Fitch.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ დამატებითი ტვირთების მიღებას კომპანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედების შემდეგ შეძლებს.