საბანკო დეპოზიტების დოლარიზაცია 67 პროცენტია

საბანკო დეპოზიტების დოლარიზაცია 67 პროცენტია

2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 627 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ლარში განთავსებული დეპოზიტები 1 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები 626 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა, ლარში გამოხატული უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდა ლარის კურსის გაუფასურების ეფექტითაა გამოწვეული. დოლარში გამოხატული უცხოური ვალუტით დეპოზიტები 26 მლნ დოლარით შემცირდა.

2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 275 მლნ დოლარით.

ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 67% შეადგინა. სექტემბერში დოლარიზაცია 66%, ხოლო ერთი წლის წინ 70.5% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 13.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 6.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ია, ერთი წლის წინ 3.3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 7.9% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.