Activision-ის ინფორმაციით, Call of Duty-ის მეხუთე სეზონს ამერიკელი რეპერის, ნიკი მინაჟის პერსონაჟი დაემატება. შედეგად, მინაჟი პირველი ცნობილი ქალი გახდება, რომელიც CoD-ში „ოპერატორის“ სათამაშო პერსონაჟი იქნება.
ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ამერიკელი რეპერი Warzone-სა და Modern Warfare 2-ში, მუსიკალური ინდუსტრიის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან, მათ შორის Snoop Dogg-თან და 21 Savage-თან ერთად გამოჩნდება. ცნობისთვის, წარსულში CoD-ის პერსონაჟებს შორის ყოფილან ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც ლიონელ მესი და კევინ დურანტი არიან.
მინაჟი თამაშში მეხუთე სეზონის ბოლოს გამოჩნდება და, სავარაუდოდ, მისი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ნივთების გაყიდვისთვის, მაღაზიის საკუთარი ვიტრინაც ექნება. CoD-ში მინაჟის გარეგნობა მაყურებელმა გასულ წელს, YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლ Squad Up-ში უკვე იხილა. რგოლში ნიკისთან ერთად Lil Baby და პიტ დევისონიც მონაწილეობდნენ, თუმცა უცნობია, იქნებიან თუ არა ისინი CoD-ის მეხუთე სეზონში.
Call of Duty: Modern Warfare II და Call of Duty: Warzone ყველა პლატფორმაზე მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან გაეშვება.