დოუ-ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი (ინგლისურად Dow Jones Industrial Average (DJIA)) არის საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც დგება აშშ-ის საფონდო ბირჟებზე მოვაჭრე 30 უმსხვილესი კომპანიის აქციის ფასებით. დოუ-ჯონსის ინდექსი საფონდო ბირჟის მდგომარეობას აფასებს. ინდექსის მაღალი მაჩვენებელი კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, „ხარის ბაზარზე“ მიანიშნებს, ხოლო დაბალი მაჩვენებელი პირიქით, არასასურველ მდგომარეობაზე, „დათვის ბაზარზე“ მიანიშნებს.
დოუ-ჯონსის მსგავსი ინდექსები მრავლად არსებობს, მაგრამ ის ყველაზე პოპულარულია ბაზრის მდგომარეობის შეფასებისთვის. ამჟამად დოუ-ჯონსის ინდექსი მოიცავს ისეთი კომპანიების ფასებს, როგორიცაა „მაიკროსოფტი“, „ეპლი“, „ბიონგი“, „მაკდონალდსი“, „კოკა-კოლა“, „ვოლმარტი“, „ვიზა“ და სხვა.