მთლიანი ეროვნული დანაზოგი (ინგლისურად Gross national savings) არის მთლიანი ქვეყნის მოსახლეობის დანაზოგი, რომელიც აერთიანებს პერსონალურ დანაზოგებს, კომპანიების დანაზოგებს და მთავრობის დანაზოგებს. თავის მხრივ, დანაზოგი არის წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს გამოკლებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე დახარჯული თანხა.
მთლიანი ეროვნული დანაზოგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს განსაზღვრავს. რაც მეტს ზოგავს ერი, მით მეტი თანხა აქვს ინვესტირებისთვის, ანუ ახალი საწარმოების დაარსებისთვის და არსებულების გაფართოებისთვის.
ეროვნული დანაზოგის სიდიდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ გამოითვლება პროცენტულად. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი ეროვნული დანაზოგი 16.7% იყო, რაც ზოგადად დაბალი მაჩვენებელია.