Marvel-ის სალაროები: აღზევება და დაცემა

Marvel-ის სალაროები: აღზევება და დაცემა

Disney-ის მიერ Marvel Entertainment-ში განხორციელებული ინვესტიციები კომპანიას მილიარდობით დოლარის გამომუშავებაში დაეხმარა, თუმცა Marvel-ის სალაროების შედეგიანობა ბოლო პერიოდში შეშფოთების მიზეზად იქცა. 10 ნოემბერს კინოთეატრებში კომპანიის რიგით 33-ე ნამუშევარი გამოჩნდა და გახსნის შაბათ-კვირას Marvel-ის კინოსამყაროს (MCU ) ისტორიაში ყველაზე დაბალი – $46-მილიონიანი შემოსავალი მოიტანა.

სტატიის ბოლოს მოცემული სქემა Marvel-ის სალაროებში შემოსავლების აღზევებისა და დაცემის პერიოდებს გვიჩვენებს, კინომწარმოებლის პირველი ფილმით დაწყებული, უკანასკნელი, 33-ე ნამუშევრით დასრულებული. მაჩვენებლები The Numbers-ის მონაცემებს წარმოგვიდგენს – 2023 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით.

Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ოფიციალური საწყისი 2008 წლის „რკინის კაცია“ – საკულტო ფილმი, რომელმაც კინოსტუდიას გლობალურ სალაროებში $585 მილიონის შემოსავალი მოუტანა. მომდევნო წლებში Marvel-მა იმავე სამყაროში რამდენიმე ფილმი გამოუშვა, შექმნა ახალი პერსონაჟები, ისტორიები, ქროსოვერები. „ფაზა 1“ 2012 წელს „შურისმაძიებლების“ გამოსვლით დასრულდა, რომლის შემოსავალმაც Marvel-ის შემოქმედებაში პირველად, $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.

სალაროებში Marvel-ის აღზევება წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც თან ერთვოდა კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებიც. ამ ყველაფრის ერთგვარი კულმინაცია „შურისმაძიებლების“ რიგით მეოთხე ფილმი – „შურისმაძიებლები: დასასრული“ – იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სალაროებში $2.79 მილიარდი გამოიმუშავა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კინონამუშევარიც გახდა.

ფილმების წარმოება ჯერ კოვიდპანდემიის გამო შეფერხდა, შემდეგ კი არსებულ პრობლემებს ცუდი მიმოხილვები, მარკეტინგული კამპანიების შემცირება და სხვა მიზეზები დაერთო. მაშინ როდესაც MCU-ის პირველი სამი ფაზა მხოლოდ Marvel-ის მხატვრული ფილმების გამოშვებით შემოიფარგლებოდა, მეოთხე ფაზაში (2021-2022 წლები) Disney+-ზე გამოსული რვა სატელევიზიო შოუც ვიხილეთ.

„კაპიტანი მარველი 2“ მილიონდოლარიანი შემოსავლის მქონე „კაპიტან მარველისა“ და Disney+-ის შოუს „მის მარველის“ გაგრძელება და კინოსტუდიის მეხუთე ფაზის რიგით მესამე ფილმია. როგორც გეგმით იყო გათვალისწინებული, მეხუთე ფაზას ჯამში ხუთი ფილმი და რვა სატელევიზიო შოუ უნდა გაეერთიანებინა, თუმცა „ჰოლივუდში“ მიმდინარე გაფიცვებმა სიტუაცია შეცვალა.

ქვემოთ მოცემულ სქემაში კი წარმოგიდგენთ Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებს – უახლესი ნამუშევრით დაწყებული, პირველი ფილმით დასრულებული – და ამ პერიოდში ფილმების შემოსავლებისა და შეფასებების ცვლილებას:

გამოშვების თარიღიფილმიწარმოების ბიუჯეტიგახსნის კვირა (შიდა სალარო)გლობალური სალაროRotten Tomatoes
10.11.2023The Marvels$275 მლნ$46 მლნგანსასაზღვრავია61
05.05.2023Guardians of the Galaxy Vol 3$250 მლნ$118 მლნ$845 მლნ82
17.02.2023Ant-Man and the Wasp: Quantumania$200 მლნ$106 მლნ$464 მლნ46
11.11.2022Black Panther: Wakanda Forever$250 მლნ$181 მლნ$854 მლნ83
08.07.2022Thor: Love and Thunder$250 მლნ$144 მლნ$761 მლნ63
06.05.2022Doctor Strange in the Multiverse of Madness$200 მლნ$187 მლნ$952 მლნ73
17.12.2021Spider-Man: No Way Home$200 მლნ$260 მლნ$1.908 მლრდ93
05.11.2021Eternals$200 მლნ$71 მლნ$402 მლნ47
03.09.2021Shang-Chi and the Legend of the Ten Rings$150 მლნ$75 მლნ$432 მლნ92
09.07.2021Black Widow$200 მლნ$80 მლნ$380 მლნ79
02.07.2019Spider-Man: Far From Home$160 მლნ$93 მლნ$1.132 მლრდ90
26.04.2019Avengers: Endgame$400 მლნ$357 მლნ$2.789 მლრდ94
08.03.2019Captain Marvel$175 მლნ$153 მლნ$1.130 მლრდ79
06.07.2018Ant-Man and the Wasp$130 მლნ$76 მლნ$623 მლნ87
27.04.2018Avengers: Infinity War$300 მლნ$258 მლნ$2.048 მლრდ85
16.02.2018Black Panther$200 მლნ$202 მლნ$1.336 მლრდ96
03.11.2017Thor: Ragnarok$180 მლნ$123 მლნ$850 მლნ93
07.07.2017Spider-Man: Homecoming$175 მლნ$117 მლნ$878 მლნ92
05.05.2017Guardians of the Galaxy Vol 2$200 მლნ$147 მლნ$869 მლნ85
04.11.2016Doctor Strange$165 მლნ$85 მლნ$676 მლნ89
06.05.2016Captain America: Civil War$250 მლნ$179 მლნ$1.152 მლრდ91
17.07.2015Ant-Man$130 მლნ$57 მლნ$519 მლნ83
01.05.2015Avengers: Age of Ultron$365 მლნ$191 მლნ$1.395 მლრდ76
01.08.2014Guardians of the Galaxy$170 მლნ$94 მლნ$771 მლნ92
04.04.2014Captain America: The Winter Soldier$170 მლნ$95 მლნ$714 მლნ90
08.11.2013Thor: The Dark World$150 მლნ$86 მლნ$645 მლნ67
03.05.2013Iron Man 3$200 მლნ$174 მლნ$1.215 მლრდ79
04.05.2012The Avengers$225 მლნ$207 მლნ$1.515 მლრდ91
22.07.2011Captain America: The First Avenger$140 მლნ$65 მლნ$371 მლნ80
06.05.2011Thor$150 მლნ$66 მლნ$449 მლნ77
07.05.2010Iron Man 2$170 მლნ$128 მლნ$621 მლნ72
13.07.2008The Incredible Hulk$138 მლნ$55 მლნ$266 მლნ66
02.05.2008Iron Man$186 მლნ$102 მლნ$585 მლნ94
საშუალო$193 მლნ$118 მლნ$808 მლნ83