ChatGPT-ი Reddit-ის კონტენტს გამოიყენებს

ChatGPT-ი Reddit-ის კონტენტს გამოიყენებს

Reddit-სა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სტარტაპ OpenAI-ს შორის ახალი შეთანხმება შედგა. გარიგების პირობებით, პოპულარული AI-ჩეტბოტი ChatGPT-ი, ამერიკული სოციალური მედიაპლატფორმის კონტენტს გამოიყენებს.

პარტნიორობის დაანონსების შემდეგ, გახანგრძლივებულ ვაჭრობაში, Reddit-ის აქციათა ფასი 12%-ით გაიზარდა. გარიგება Reddit-ის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, დივერსიფიკაცია კომპანიის სარეკლამო ბიზნესის მიღმაც გააფართოოს. OpenAI-მდე ამერიკულმა კომპანიამ მსგავსი სახის შეთანხმება Alphabet-თანაც გააფორმა. შესაბამისად, პლატფორმის კონტენტს, მისი AI-მოდელების დასახვეწად, Google-იც გამოიყენებს.

პარტნიორობის ფარგლებში, ChatGPT-ი და OpenAI-ის სხვა პროდუქტები Reddit-ის აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისს გამოიყენებენ. ინტერფეისის გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის კომპანიას Reddit-ის ახალ კონტენტზეც ექნება წვდომა: მათ შორის პოსტებზე, კომენტარებზე და ა.შ. გარდა ამისა, OpenAI, Reddit-ის სარეკლამო პარტნიორიც გახდება.

მარტში, Reddit-ის მიერ აქციების საჯაროდ დალისტვამდე, Reuters-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ამერიკულ სოციალურ პლატფორმასა და Alphabet-ს შორის გარიგების გაფორმების შესახებ, რომლის სავარაუდო ღირებულებაც წელიწადში $60 მილიონი იქნებოდა. სარეკლამო ბიზნესის მიღმა, ინვესტორები, AI-მოდელების გადასამზადებლად Reddit-ის კონტენტის გაყიდვას კომპანიისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ განიხილავენ.

პარტნიორობის დაანონსების შემდეგ, Reddit-ის აქციების ფასი 10.5%-ით, $62.31-მდე გაიზარდა, ოთხშაბათის მონაცემებით, IPO-ს შემდეგ სოციალური მედიაპლატფორმის აქციათა ფასი თითქმის 12%-ითაა მომატებული.