Nvidia-მ და AMD-მა შემდეგი თაობის AI-ჩიპები წარადგინეს

Nvidia-მ და AMD-მა შემდეგი თაობის AI-ჩიპები წარადგინეს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, იენსენ ჰუანგის ინფორმაციით, 2026 წელს კომპანია ახალი თაობის AI-ის-ჩიპ-პლატფორმას გამოუშვებს, სახელწოდებით Rubin-ი. ხელოვნური ინტელექტის კომპანია Rubin-ს ჯერ კიდევ მარტში წარდგენილი უახლესი ჩიპის, Blackwell-ის მემკვიდრედ განიხილავს. იმ დროისთვის, Nvidia-მ Blackwell-ი „მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ჩიპად“ დაასახელა.

ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჰუანგმა Rubin-ის ფუნქციებზე ისაუბრა. Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პლატფორმას ექნება ახალი გრაფიკული დამუშავების ერთეულები (GPUs), ახალი ცენტრალური დამუშავების ერთეული (CPU) სახელწოდებით, Vera და უახლესი თაობის ქსელის ჩიპები. ჰუანმგა კომპანიის ახალ ნახევარგამტარებზეც ისაუბრა, რომლებიც ბაზარზე ერთწლიანი ინტერვალით გამოჩნდება.

ბოლო წლებია, ინვესტორების ძირითადი ყურადღება სწორედ ხელოვნური ინტელექტის ბუმისკენაა მიმართული. ბაზრის ლიდერის, Nvidia-ს აქციების ფასი გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა. Nvidia ბაზარზე დომინაციის შენარჩუნებას მყარად ცდილობს, რაც ინდუსტრიის წარმომადგენელი ბევრი კომპანიისთვის დაბრკოლებად იქცა. AI-ნახევარგამტარების გაყიდვების დაახლოებით 70% სწორედ ამერიკულ ფირმაზე მოდის.

თუმცა, დაძაბულობის მიუხედავად, კონკურენცია მაინც იზრდება. Nvidia-ს მსგავსად, ახალი პროდუქტები შეიმუშავეს AMD-მა და Intel-მაც. ტაიპეიში, AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლისა სუმ უახლესი AI-პროცესორები წარადგინა, ხოლო პროდუქციის შემუშავების ხანგრძლივობად მომდევნო ორი წელი დაასახელა. ახალი თაობის MI325X-აქსელერატორები კი ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან გახდება.