მერკანტილიზმი (ინგლისურად Mercantilism) არის ეკონომიკური თეორია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს პირველ რიგში ვაჭრობის განვითარებას უკავშირებს. მერკანტილიზმი ვაჭრობას უპირატესობას ანიჭებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ. მერკანტილისტების აზრით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის ექსპორტის ზრდას და იმპორტის შემცირებას. სახელი მერკანტილიზმიც სიტყვა Merchant-დან მოდის, რომელიც ვაჭარს ნიშნავს.
მერკანტილიზმი მე-15 საუკუნიდან მოდის და დიდი როლი ითამაშა ევროპის კოლონიურ სავაჭრო პოლიტიკაში.