რა არის რეინვესტიცია?

რა არის რეინვესტიცია?

რეინვესტიცია (ინგლისურად Reinvestment) არის ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის ხელმეორედ ინვესტირება. როდესაც კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს და ამ ინვესტიციებზე ნახულობს მოგებას, კომპანიის მფლობელებს შეუძლიათ, მოგება დივიდენდის ან პროცენტის სახით გაინაწილონ, ან ისევ ბიზნესში დატოვონ/ჩააბრუნონ – კომპანიის აქტივები გაზარდონ.

რეინვესტირება კომპანიის საქმიანობის გაფართოების კარგი საშუალებაა. საქართველო სტიმულს აძლევს ქვეყანაში მომუშავე კომპანიებს რეინვესტირება განახორციელონ. სტიმული მოგების გადასახადის გადახდის წესში გამოიხატება. თუ კომპანია მიღებულ მოგებას მფლობელებზე არ გაანაწილებს და ამ მოგების რეინვესტირებას განახორციელებს, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება.