Forbes Georgia | 2024 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes Georgia | 2024 წლის ოქტომბრის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის ოქტომბრის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

მიმართულება: წინ და წინ

ახალი CEO „თეგეტა ჰოლდინგის“ საჭესთან! ეკატერინე ქავთარაძე პირველი ქალია, რომელიც საქართველოს ამ მოწინავე კომპანიას მართავს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

მოსაზრება და ფაქტები

პარტიების დაფინანსება

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები ჯამში 20.2 მლნ ლარი იყო, რომლის 57.4% შემოწირულებებია. მიღებული სახსრების 37% კი საბიუჯეტო დაფინანსებაა, რომელსაც მოქალაქეთა ცხრა პოლიტიკური გაერთიანება იღებს. დანარჩენი 5.6% პარტიების მიერ მიღებული არაფულადი და ფულადი სხვა სახის შემოსავლებია.

2012-2024 წლების არჩევნები რიცხვებში

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საინტერესოა, 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებში როგორ იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობა და აქტივობა, პარტიებისა და მათი კანდიდატების რეიტინგები. ბოლო 12 წელიწადში 8 არჩევნები ჩატარდა: 3 საპარლამენტო, 2 საპრეზიდენტო და 3 ადგილობრივი თვითმმართველობის.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

რატომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში?

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა თავი მოუყარა რამდენიმე მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს ამ კითხვაზე პასუხს გაუადვილებს.

ავტორი: ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს მზარდი იზოლაცია დასავლეთისგან

„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – მაშინაც კი, თუ არჩევნები ცალსახად გაყალბდება, დასავლეთში სულ უფრო და უფრო ნაკლებად დაეყრდნობიან იმ ლოგიკას, რომ „ხელისუფლება სხვაა და ქართველი ხალხი – სხვა“. ასეთ შემთხვევაში, აშშ და ევროპის ქვეყნები რეჟიმის მოწინააღმდეგე ხალხის დაცვის მოტივით ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას აღარ მოერიდებიან.“

ავტორი: გიორგი ცხადაია

დემოკრატიის გზაჯვარედინზე: გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს პარტნიორობა

„მე საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოვედი. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი მიმართულებით სურს წასვლა. ჩვენი მთავარი ინტერესი ისაა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი.“

ავტორი: გარეტ უორდი, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი

არჩევნები 2024: გამოწვევებით სავსე შესაძლებლობა

„პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, წლევანდელ არჩევნებს ურთულეს პირობებში ხვდება სამოქალაქო საზოგადოებაც. საქართველოს პარლამენტის მიერ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, იგივე რუსული კანონი, ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების არსებობისთვის ქვეყანაში.“

ავტორი: ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი

შემდეგი მილიარდი დოლარის სტარტაპები

უკვე მეათე წელია, Forbes-ი გაერთიანდა TrueBridge Capital Partners-თან, რათა მოძებნოს 25 ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მხარდაჭერილი კომპანია, რომლებიც, სავარაუდოდ, $1 მილიარდს მიაღწევენ.

რედაქტორი: ემი ფელდმანი

საქართველოს ეკონომიკა ბოლო 12 წელიწადში

„ხელისუფლება შეიცვალა. სხვა პრობლემების მოგვარებასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალი ხელისუფლებისგან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასაც მოელოდა. ამ მოლოდინს თავად „ქართული ოცნებაც“ აძლიერებდა. 2012 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „პირველი წელიწადი იქნება რთული. მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”. ამ დაპირებიდან სამჯერ ოთხი წელი, ანუ 12 წელი გავიდა.“

ავტორები: ბესო ნამჩავაძე

ინტერვიუ და პროფილი

მიმართულება: წინ და წინ

„თეგეტა ჰოლდინგს“ თითქმის 30-წლიან ისტორიაში პირველად ხელმძღვანელი ქალი ჰყავს. ეკატერინე ქავთარაძეს მართვის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. პოზიციის დაკავებიდან ორი თვის თავზე Forbes Georgia ეკატერინეს მომხმარებლის გამოცდილებაზე, თანამშრომლებთან დაკავშირებულ გეგმებსა და ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

ახალი იდენტობა, უცვლელი ხარისხი

„ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია, ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას ამარაგებს, ახალ წელს ახალი იდენტობით ხვდება. მეწილეთა კონფიგურაცია შეიცვალა, კომპანიას კი ბაზარზე „ჰანიველ ცემენტის“ სახელით შეხვდებით. რებრენდინგსა და ცვლილებებს თან ახლავს ახალი მიზნებიც, რომელთა შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით ჯუღაშვილი გვიამბობს.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ჯანდაცვის გულში

საქართველო-ისრაელის მრავალპროფილური კლინიკა „ჰელსიკორი“ 2014 წელს დაფუძნდა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა დაიწყო. დროთა განმავლობაში დაწესებულება გაფართოვდა, მას სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტი დაემატა და 120 თანამშრომლით ამუშავებულ საავადმყოფოში დღეს 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „ჰელსიკორის“ განვითარების გზასა და გეგმებზე კლინიკის დირექტორი, არჩილ ხანთაძე გვესაუბრა.

ავტორი: იზა გვარამაძე

SEU-Მ ᲓᲐ MIT-Მ ᲙᲝᲜᲢᲠᲐᲥᲢᲘ ᲒᲐᲐᲤᲝᲠᲛᲔᲡ

SEU-მ და მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა, MIT-მ, ქვეყნის განათლების სისტემისა და Startup ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს.

ავტორი:სალომე პაპალაშვილი

ლითონით აშენებული წარმატება

აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, ბექა გურგენიძის ხელმძღვანელობით კომპანია „ერთი“ საქართველოს სამშენებლო სექტორის ლანდშაფტს საძირკვლიდან ცვლის. 2016 წელს დაარსებული კომპანიის ანგარიშზე უკვე 100-ზე მეტი დასრულებული პროექტია, კომპანიის წარმატების გასაღები თანამედროვე, ეკონომიური და ეკოლოგიური ლითონის ხიმინჯებია. Forbes Georgia ბექა გურგენიძეს განვლილ გზაზე, სამშენებლო სექტორში ინოვაციების მნიშვნელობასა და კომპანია „ერთის“ გეგმებზე ესაუბრა.

ავტორი:ანინა ტეფნაძე

რისკის დიდოსტატი

Prudential Financial-ში NASA-ს ყოფილი ინჟინერი ჯორჯ პატერსონი კლიენტის გასახარებლად რამდენიმე ტრილიონ გამოთვლას აწარმოებს.

ავტორი: უილიამ ბოლდუინი

გმირი მშობლიური ქალაქიდან

მას შემდეგ, რაც 17 წლის ასაკში $125,000 ისესხა ადგილობრივი სენდვიჩების მაღაზიის შესაძენად, პიტერ კანკრომ JERSEYMIKE’s-ი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რესტორანთა ქსელად აქცია, $4 მილიარდამდე გაყიდვებით. ახლა მულტიმილიარდერი დიდი დილემის წინაშე დგას: გაანაღდოს თუ მშიერი დარჩეს?

ავტორი: ჯემიმა მაქკევოი

რუთ მედოფის ცოდვები – გამოძიება

ექსკლუზიურ ნაწყვეტში წიგნიდან „მედოფი: საბოლოო სიტყვა“, პონზის მეფის ცოლი მატყუარადაა გამოსახული. პროფესიით ბუღალტერი, ის რეგულარულად მართავდა ანგარიშს, რომელიც ჩართული იყო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე $68-მილიარდიან თაღლითობაში. შიდა ისტორია იმის შესახებ, თუ რატომ არასოდეს წაუყენებიათ ბრალი დანაშაულისთვის „ბუღალტერ რუთისა“ და მისი ორი ვაჟისთვის.

ავტორები: რიჩარდ ბეარი

თანამედროვე კოლექციონერი

ფედრა ელისლემკინსმა PrOmISE-ი $520 მილიონის ღირებულების მექანიზმად აქცია იმით, რომ მუნიციპალიტეტებს დაეხმარა გადაუხდელი გადასახადების შეგროვებაში, ტექსტური შეტყობინებებითა და ნულოვანი საპროცენტო განაკვეთებით.

ავტორები: ემი ფელდმანი

ისტორია

სპარტა და ათენი: ოლიგარქია დემოკრატიის წინააღმდეგ

ძველი საბერძნეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქ-სახელმწიფო, ათენი და სპარტა, თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში მეტოქეები იყვნენ. ისინი ბევრი თვალსაზრისით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და მათი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც ეს განსხვავებულობა გახლდათ. ერთ მხარეს იყო ოლიგარქიული რესპუბლიკა, რომელიც არისტოკრატიას, მოსახლეობის ელიტურ უმცირესობას ეყრდნობოდა, მეორე მხარეს კი – მსოფლიოში პირველი დემოკრატია.

ავტორი: ნიკა ხოფერია