Netflix-ის მოგებამ და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Netflix-ის მოგებამ და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

ამერიკულმა კომპანია Netflix-მა მოგებისა და შემოსავლების კუთხით უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა. გარდა ამისა, კომპანიამ წლიურ ჭრილში ფასიანი აბონენტის რაოდენობა 35 მილიონით გაზარდა.

FactSet-ის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში (დასრულდა 30 სექტემბერს) Netflix-მა აქციაზე $5.40 მოგება და $9.82 მილიარდის შემოსავალი გამოაცხადა. ეს აჭარბებს ანალიტიკოსთა მოლოდინს, $5.12-სა და $9.77 მილიარდს.

კომპანიამ წლიურ ჭრილში გლობალურად აბონენტების რაოდენობის ზრდის კუთხით დაახლოებით 14%-იანი ნახტომი აჩვენა, გასული წლის მესამე კვარტალში 247 მილიონიდან 282 მილიონამდე. თუმცა აბონენტების ზრდა შენელდა, რადგან Netflix-მა გასულ კვარტალში 5 მილიონზე ოდნავ მეტი ფასიანი აბონენტი დაამატა, როცა 2024 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 8 მილიონს შეადგენდა, 2023 წლის მესამე კვარტალში კი 8.76 მილიონს.

რაც შეეხება შემოსავალს, Netflix-მა აღნიშნული კუთხით 15%-იანი ზრდა აჩვენა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის $8.5 მილიარდიდან $9.82 მილიარდამდე.