რა არის საშუალო ხელფასი?

რა არის საშუალო ხელფასი?

საშუალო ხელფასი (ინგლისურად Average salary) არის ჯამურად გაცემული ხელფასებიდან ერთ ადამიანს საშუალოდ რამდენიც ხვდება. მაგალითად, თუ საწარმოში მუშაობს 10 ადამიანი და ეს საწარმო თვეში გასცემს 8,000 ლარის ჯამურ ხელფასს, ამ საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 800 ლარია (8,000 იყოფა 10-ზე). ეს არ ნიშნავს, რომ ამ საწარმოში ათივე ადამიანს 800-ლარიანი ხელფასი აქვს, მათი ხელფასები მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მსგავსად იანგარიშება ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასი. მაგალითად, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1,000 ლარია, ამ დროს დასაქმებულთა ნაწილს 1,000 ლარზე გაცილებით ნაკლები ხელფასი აქვს და ნაწილს პირიქით, 1,500 ლარზე გაცილებით მეტი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საშუალო ხელფასი ძირითადად გადასახადების ჩათვლით ქვეყნდება და ხელზე ასაღები ხელფასი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 1,767 ლარი იყო. ხელზე ასაღები საშუალო ხელფასის დასათვლელად, 1,767 ლარს ჯერ უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადის 20% და შემდეგ საპენსიო შენატანი 2%. საბოლოოდ, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1,385 ლარი გამოდის.