რა არის დარიცხული ხელფასი?

რა არის დარიცხული ხელფასი?

დარიცხული ხელფასი (ინგლისურად Gross Salary) არის დამსაქმებლის მხრიდან დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი გადასახადების ჩათვლით. როდესაც დარიცხულ ხელფასს გამოაკლდება სახელმწიფოსთვის განკუთვნილი გადასახადები და სხვა შენატანები, რჩება ხელზე ასაღები ხელფასი. მაგალითად, თუ ცხოვრობ საქართველოში და დარიცხული ხელფასი გაქვს 1,000 ლარი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ 1,000 ლარს ჯერ აკლდება საშემოსავლო გადასახადი, ანუ 1,000-ის 20% (200 ლარი) და რჩება 800 ლარი. შემდეგ ამ 800 ლარს აკლდება საპენსიო ფონდში შესატანი თანხა – 2% და საბოლოოდ, დასაქმებული ხელზე იღებს 784 ლარს.