აშშ უკრაინას დამატებით $725 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით $725 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარების $725-მილიონიან პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ვადის ამოწურვამდე, ცდილობს, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს. შეგახსენებთ, ბაიდენი ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოსტს 20 იანვარს გადააბარებს.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის Stinger-ის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემა HIMARS-ისთვის, საარტილერიო საბრძოლო მასალა, დრონები, ნაღმები და სხვა აღჭურვილობა.

სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ოფიციალურად ამოწურვამდე უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას კიდევ შეეცდება.