რა არის ავტარკია?

რა არის ავტარკია?

ავტარკია (ინგლისურად Autarky) არის ეკონომიკურად თვითკმარი სისტემის შექმნა ქვეყანაში. ავტარკიას ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ ხოლმე, რომ შეამცირონ სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება. ავტარკია იგივე საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციაა. ავტარკია ეკონომიკურად გაუმართლებელია და ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს აყენებს, მაგრამ მათი ავტორებისთვის პოლიტიკური მიზნები, რაც ძირითადად ხელისუფლების შენარჩუნებაში გამოიხატება, უფრო მნიშვნელოვანია.

ავტარკიის პირობებში ქვეყანა ჩაკეტილია საგარეო ვაჭრობისთვის (ან გამონაკლისებით ხორციელდება) და უცხოური კაპიტალისთვის. დღევანდელ მსოფლიოში ავტარკიასთან ყველაზე ახლოს ჩრდილოეთი კორეაა.