საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 266.70 მილიონი აშშ დოლარი (729.5 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (28.3 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 118.88 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 44.57%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 7.93% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ნოემბერში ფულადი გზავნილებით აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 50.05 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 21.61%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 45.16 მილიონი აშშ დოლარით იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 4.40%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 29.76 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 60.63%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მილიონი აშშ დოლარი (91.2 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2023 წლის ამავე თვის (31.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.7%-ით მეტია.