ილონ მასკი, პიკთან შედარებით, $116 მილიარდით უფრო ღარიბია

ილონ მასკი, პიკთან შედარებით, $116 მილიარდით უფრო ღარიბია

საფონდო ბირჟის ბოლოდროინდელმა ვარდნამ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სიმდიდრეზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონების წმინდა ღირებულება მხოლოდ სამშაბათს, $7.1 მილიარდით შემცირდა და $347.7 მილიარდს გაუტოლდა. საერთო ჯამში, ამერიკელმა ბიზნესმენმა $116.3 მილიარდი დაკარგა მას შემდეგ, რაც მისმა ქონებამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.

ილონ მასკის ქონება პიკურ ნიშნულს, $464 მილიარდს, გასული წლის 17 დეკემბერს გაუტოლდა. მასკის სიმდიდრის ზრდა Tesla-ს აქციების ღირებულების რეკორდულ, $480-მდე მატებას მოჰყვა. თუმცა, ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციები არასტაბილურ შეფასებებს აფიქსირებდა. მათ შორის სამშაბათს, ერთ აქციაზე ღირებულება $272-მდე დავარდა, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

Tesla-ს აქციების ფასზე გავლენა S&P 500-ის 1%-ით ვარდნამაც მოახდინა. თავის მხრივ, ინდექსის ვარდნა კანადაზე, მექსიკასა და ჩინეთზე ტრამპის ახალი ტარიფების ამოქმედებით იყო განპირობებული. ტარიფების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება Tesla-ც, რომლისთვისაც ჩინეთი რიგით მეორე უმსხვილესი ბაზარია.

საინტერესოა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან სამშააბათის შედეგებადე, Tesla-ს აქციების ღირებულება 8%-ით გაიზარდა. არჩევნების შემდგომ Tesla-ს მიერ დაფიქსირებული სწრაფი დადებითი შედეგები უმეტესწილად Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზებს უკავშირდებოდა. მათი ვარაუდით, ტრამპის კამპანიისთვის მასკის $300-მილიონიანი შემოწირულება ფირმას მნიშვნელოვან შეღავათებს მისცემდა.

ცნობისთვის, ამჟამად მასკი არჩევნების დღესთან შედარებით კვლავ $83.3 მილიარდით მდიდარია, ძირითადად კერძო კომპანიების – SpaceX-ისა და xAI-ის წყალობით.