TBC Uzbekistan-მა პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა

TBC Uzbekistan-მა პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა

TBC Bank Group-ის შვილობილმა კომპანიამ, TBC Uzbekistan-მა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS-პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა. გარიგების ღირებულება $12 მილიონია. BILLZ-ის შეძენა TBC UZB-ს საშუალებას მისცემს უზბეკეთში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SME) შეთავაზებები გააფართოოს.

გარიგების პირობებით, TBC Bank Group-ი, შეთანხმების საწყის ეტაპზე, ბანკი $9 მილიონად პლატფორმის 53%-იან წილს იყიდის, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი, საკუთრების პაკეტი 60%-მდე გაიზრდება. აღნიშნული შეთანხმების გავლენით, ნავარაუდებია, რომ BILLZ-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $20 მილიონს მიაღწევს.

მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან გარიგების დამტკიცების შემთხვევაში, TBC Uzbekistan-ი, რომელიც ცენტრალურ აზიაში TBC Bank Group-ის ციფრული საბანკო ცენტრია, თავის მზარდ ეკოსისტემაში BILLZ-ის საცალო ვაჭრობის მართვის ტექნოლოგიას ჩააინტეგრირებს. გარიგების პირობებით, BILLZ-ის მენეჯმენტი და გუნდი კომპანიაში მუშაობას გააგრძელებს, ხოლო პლატფორმა არსებულ სახელწოდებას შეინარჩუნებს.

პარალელურად, BILLZ-ის მომხმარებლები TBC-ის ფინანსური მომსახურების სრულ სპექტრზე მიიღებენ წვდომას, მათ შორის TBC UZ-ის ციფრულ საბანკო მომსახურებასა და Payme-ის სწრაფ და უსაფრთხო გადახდის ინსტრუმენტებზე.

BILLZ-ი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყოვლისმომცველი SaaS პლატფორმაა, რომელიც საცალო ვაჭრობის კრიტიკულ ფუნქციებს – CRM-ს, ელექტრონულ კომერციას, ანალიტიკა, ინვენტარიზაციას, POS-ს (Point of Sale) – ერთ სისტემაში აერთიანებს და ოპერაციების მართვას ამარტივებს. პლატფორმა ამჟამად 4,000-ზე მეტი საცალო ბიზნესს ემსახურება და ყოველთვიურად 1.5 მილიონზე მეტი ტრანზაქციას ამუშავებს.