აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში დღეიდან შედის | განახლებული სია

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში დღეიდან შედის | განახლებული სია

დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული ტარიფები ძალაში დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან შედის. შეერთებულმა შტატებმა საიმპორტო გადასახადი სახელმწიფოთა უმეტესობას დაუწესა. ქვეყნებისათვის დაწესებული ტარიფების ზომა პროდუქციის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება და 15%-დან 41%-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა საპასუხო ტარიფები აპრილში წარადგინა, თუმცა სავაჭრო პარტნიორების მოთხოვნით ტარიფების ძალაში შესვლა რამდენიმე თვით გადავადდა. ამ პერიოდში ქვეყნები შეერთებულ შტატებთან ინდივიდუალური სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ცდილობდნენ. ცალკეული სავაჭრო გარიგებები შედგა ევროკავშირთან და იაპონიასთან.

აპრილში დაანონსებული ტარიფები კონკრეტული სახელმწიფოებისათვის საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა ქვეყნების უმეტესობისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 10%-იანი ტარიფი იყო განსაზღვრული. ბოლო პერიოდში ეს საყოველთაო ტარიფები, ძირითად შემთხვევაში, 15%-მდე გაიზარდა.

თეთრმა სახლმა იმ სახელმწიფოთა სია გამოქვეყნა, რომელთაც 1-ელი აგვისტოდან კორექტირებული ტარიფები დაუწესდათ. აღნიშნულ სიაში არ გვხვდება საქართველო, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ საქართველოსთვის შეერთებულმა შტატებმა 10%-იანი სატარიფო გადასახადი შეინარჩუნა.

ქვეყანა

კორექტირებული ტარიფები

ავღანეთი15%
ალჟირი30%
ანგოლა15%
ბანგლადეში20%
ბოლივია15%
ბოსნია-ჰერცეგოვინა30%
ბოტსვანა15%
ბრაზილია10%
ბრუნეი25%
კამბოჯა19%
კამერუნი15%
ჩადი15%
კოსტა-რიკა15%
კოტ-დ’ივუარი15%
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა15%
ეკვადორი15%
ეკვატორული გვინეა15%
ევროკავშირი15%
ფოლკლენდის კუნძულები10%
ფიჯი15%
განა15%
გაიანა15%
ისლანდია15%
ინდოეთი25%
ინდონეზია19%
ერაყი35%
ისრაელი15%
იაპონია15%
იორდანია15%
ყაზახეთი25%
ლაოსი40%
ლესოტო15%
ლიბია30%
ლიხტენშტაინი15%
მადაგასკარი15%
მალავი15%
მალაიზია19%
მავრიტანია15%
მოლდავეთი25%
მოზამბიკი15%
მიანმარი (ბირმა)40%
ნამიბია15%
ნაურუ15%
ახალი ზელანდია15%
ნიკარაგუა18%
ნიგერია15%
ჩრდილოეთი მაკედონია15%
ნორვეგია15%
პაკისტანი19%
პაპუა-ახალი გვინეა15%
ფილიპინები19%
სერბეთი35%
სამხრეთი აფრიკა30%
სამხრეთი კორეა15%
შრი-ლანკა20%
შვეიცარია39%
სირია41%
ტაივანი20%
ტაილანდი19%
ტრინიდადი და ტობაგო15%
თუნისი25%
თურქეთი15%
უგანდა15%
გაერთიანებული სამეფო10%
ვანუატუ15%
ვენესუელა15%
ვიეტნამი20%
ზამბია15%
ზიმბაბვე15%
I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.