ისრაელმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო - Axios

ისრაელმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო - Axios

Axios-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის ასაღებად სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მოგეხსენებათ, ქალაქი ღაზა ღაზის სექტორის ყველაზე დიდი დასახლებული არეალია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის დაკავების ბრძანება რამდენიმე კვირის წინ გასცა, რასაც ქალაქზე საჰაერო ოპერაციის დაწყება მოჰყვა. ნეთანიაჰუს განმარტებით, ქალაქი ღაზა ორგანიზაცია „ჰამასის“ მთავარი გამაგრებული პუნქტია, რომელიც ტერორისტებისგან უნდა გათავისუფლდეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ქალაქის დაკავების ბრძანების გაცემის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და წერტილოვანი დარტყმებით „ჰამასის“ სამხედრო და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყეს. სამხედრო ოპერაციის დაწყება შეტევის მეორე და, სავარაუდოდ, დასკვნითი ეტაპია.

საინტერესოა, რომ ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ისრაელელ მაღალჩინოსნებთან საუბრის შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების მოთხოვნაა, რომ სახმელეთო ოპერაცია მოკლე ვადებში დასრულდეს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში 1,200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორგანიზაციამ 251 ისრაელელი ტყვედ აიყვანა. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, 48 მძევალი კვლავ ცოცხალია და ღაზის სექტორში იმყოფება. შესაბამისად, ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია სწორედ მძევლების გათავისუფლების მიზნით მიმდინარეობს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის წინ ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულია 64,000-ზე მეტი პალესტინელი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.