მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა

მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, AMD-სთან პარტნიორობის გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მსოფლიოს გაცილებით მეტი გამოთვლითი ტექნოლოგია სჭირდება“. მიმდინარე წელი ამ მხრივ უკვე საკმარისად დატვირთული გამოდგა. OpenAI-მ, Oracle-მა, Nvidia-მ, AMD-მ და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებების შესახებ განაცხადეს, მათ შორის იყო Nvidia, რომელიც OpenAI-ში $100 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს და ტრამპის ინიციირებული Stargate-ის $500-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც OpenAI, Oracle-ი და SoftBank-ი, ერთობლივად, ახალ მონაცემთა ცენტრებს შექმნიან.

აღნიშნული გარიგებებისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით კი, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, რომლებიც ამ კომპანიების უკან დგანან, მნიშვნელოვანი მოგება ნახეს. ამერიკულმა Forbes-მა ჯამში ოცი მილიარდერი გამოავლინა, რომელთა ქონებაც, ამ წლის იანვრის შემდეგ, AI-ინფრასტრუქტურის გარიგებებიდან ყველაზე მეტად გაიზარდა. Forbes-ის გამოთვლებით, ამ პირთა კოლექტიური ქონება, მხოლოდ მიმდინარე წელს, $450 მილიარდზე მეტით გაიზარდა.

2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ყველაზე დიდი მოგება Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა მიიღო. ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ღირებულების 73%-იანი ზრდის გავლენით, ელისონის ქონებას თითქმის $140 მილიარდი შეემატა.

საინტერესოა, რომ გასულ თვეში ელისონის ქონება მხოლოდ ერთ დღეში $110 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მატება Oracle-ის აქციების ერთდღიან, 41%-იან ზრდას უკავშირდება, რითაც მან ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა. აქციების ფასის მკვეთრ გაძვირებას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის – Oracle-ის მიერ გამოქვეყნებულ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავლების შეფასებებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კაცმა განაცხადა, რომ წელს შემოსავლები 18 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა ელისონი რეიტინგში ერთადერთია, რომლის ქონების ზრდამაც წელს $100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. სიაში მეორე და მესამე პოზიციაზე Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და Nvidia-ს დამფუძნებელი იენსენ ჰუანგი არიან წარმოდგენილნი. მაგრამ მათი სიმდიდრის ზრდა, შესაბამისად, $47.6 მილიარდითა და $47 მილიარდით, Oracle-ის დამფუძნებელთან შედარებით უმნიშვნელოა. ცნობისთვის, ჰუანგის წლევანდელი მოგება ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულების 40%-ით ზრდას უკავშირდება.

პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დიდი მოგება ღრუბლოვანი გამოთვლითი კომპანიის, CoreWeave-ის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. CoreWeave-ის აქციების ღირებულება მარტის IPO-ს შემდეგ 250%-ით გაიზარდა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება კომპანიის ოთხი მილიარდერი თანადამფუძნებლის (მაიკ ინტრატორი, ბრაიან ვენტურო, ბრანინ მაკბი და პიტერ სალანკი) და ადრეული ინვესტორი ჯეკ კოგენის ქონების წმინდა ღირებულებას.

მნიშვნელოვანი მოგება ნახეს იაპონური SoftBank-ის დაფუძნებელმა მასაიოში სონმა და რუსული საძიებო ქსელის, Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა. მათი სიმდიდრის წმინდა ღირებულება წელს, შესაბამისად, 142%-ითა და 166%-ით გაიზარდა. SoftBank-ი ტრამპის მიერ გამოცხადებულ Stargate-ის პროექტშია ჩართული, ხოლო ვოლოჟის Nebius-ი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს აშენებს და Microsoft-ის მსგავს კომპანიებზე გრაფიკულ პროცესორებს აქირავებს. მიმდინარე წელს Nebius-ის აქციების ღირებულება 340%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ვოლოჟმა, ამჟამად უკვე $1.5 მილიარდის ქონებით, მილიარდერთა რიგებში გადაინაცვლა.

წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომელთა ქონებაც მიმდინარე წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა:

AI-მილიარდერები 
მილიარდერიკომპანია ქონება

12/31/2024

 ქონება

10/07/2025

 პროცენტული ცვლილება ცვლილება თანხაში
ლარი ელისონიOracle$209.7 მლრდ$349.4 მლრდ66.6%$139.7 მლრდ
ლარი პეიჯიGoogle$156$203.6 მლრდ30.5%$47.6 მლრდ
ჯენსენ ჰუანგიNvidia$117.3 მლრდ$164.2 მლრდ40.04%$47
 მარკ ცუკერბერგიMeta$202.5 მლრდ$245.9 მლრდ21.45%$43.4 მლრდ
სერგეი ბრინიGoogle$149$188.9 მლრდ26.8%$39.9 მლრდ
 მასაიოში სონიSoftBank$30.7 მლრდ$74.2 მლრდ142.01%$43.5 მლრდ
სტივ ბალმერიMicrosoft$124.3 მლრდ$157.7 მლრდ26.84%$33.4 მლრდ
მაიკლ დელიDell, Broadcom$115.7 მლრდ$150.7 მლრდ30.22%$35
ჰენრი სამუელიBroadcom$22.9 მლრდ$31.7 მლრდ38.19%$8.8 მლრდ
არკადი ვოლოჟიNebius$1.5 მლრდ$4.1 მლრდ166.23%$2.6 მლრდ
ტენჩ კოქსიNvidia$6$8.1 მლრდ36.13%$2.2 მლრდ
ლიზა სუAMD$0.9 მლრდ$1.5 მლრდ59.57%$0.6 მლრდ
საფრა კაციOracle$2.1 მლრდ$3.3 მლრდ57.14%$1.2 მლრდ
ჰერვი ჯოუნსიNvidia$1.4 მლრდ$1.8 მლრდ30.43%$0.4 მლრდ
 მაიკლ ინტრეიტორიCoreWeave$2.7 მლრდ$9.1 მლრდ237.04%$6.4 მლრდ
ბრაიან ვენტუროCoreWeave$1.7 მლრდ$5.7 მლრდ235.29%$4
ბრანინ მაკბიCoreWeave$1.3 მლრდ$4.2 მლრდ223.08%$2.9 მლრდ
ჯეკ კოუჯენიCoreWeave$1$3.3 მლრდ230%$2.3 მლრდ
პიტერ სალანკიCoreWeave$0.4 მლრდ$1.6 მლრდ300%$1.2 მლრდ
კოლიტ კრესიNvidia$0.7 მლრდ$142.86%$0.3 მლრდ