სენატმა აშშ-ის მთავრობის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის საჭირო კანონპროექტი მიიღო

სენატმა აშშ-ის მთავრობის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის საჭირო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის აუცილებელ კანონპროექტს მხარი გუშინ ღამით დაუჭირა. სენატში კანონპროექტი 60 ხმით გავიდა 40-ის წინააღმდეგ. თუმცა მოგეხსენებათ, კანონპროექტის მისაღებად კონგრესის, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო. ეს უკანასკნელი კანონპროექტს მხარდაჭერას აღუთქვამს.

რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც რამდენჯერმე ჩავარდა, მხარი ამჯერად 8 დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა. მიუხედავად სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესი წარმომადგენლობისა, მისი მიღება არასაკმარისი ხმების გამო ვერ ხერხდებოდა.

საბიუჯეტო კანონის პროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხებს მომდევნო წლის იანვარზეც ავრცელებს და ათასობით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სამსახურში აღადგენს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ფედერალური მთავრობის ისტორიული „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნია“. აღნიშნული პროცესის გამო ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვს აშშ-ის ფედერალური მთავრობის ძირითად ორგანოებს, გარდა სამართალდამცავი უწყებებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურებისა.

„შათდაუნის“ გამო სამსახურებიდან გაუშვეს ათიათასობით საჯარო მოხელეც, რადგან მათთვის ფედერალური მთავრობა ხელფასის გადახდას ვერ მოახერხებდა. პროცესმა დააზარალა თითქმის ყველა სექტორი. მათ შორისაა ავიაცია. საავიაციო სექტორში საჰაერო მიმისვლის 13,000-მდე დისპეტჩერსა და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის 50,000 თანამშრომელს მუშაობა ხელფასის გარეშე უწევს.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის კონგრესი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.