Microsoft-ი თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას სამუდამოდ მისცემს

Microsoft-ი თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას სამუდამოდ მისცემს

მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი, მისი კონკურენტების Facebook-ის და Twitter-ის შემდეგ აცხადებს, რომ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას სამუდამოდ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც კომპანია აცხადებს, ზოგიერთ თანამშრომელს მიეცემა არჩევანის უფლება სამუდამოდ დისტანციურად გააგრძელოს მუშაობა საშუალო მენეჯერის თანხმობის საფუძველზე.

სტატისტიკური მონაცემებით, აპრილის თვეში დასაქმებულთა 46%-ზე მეტი სამუშაოს დისტანციურად სახლიდან ასრულებდა, აღნიშნული რიცხვი 42%-მდე შემცირდა მაისში, ხოლო აგვისტოს თვეში – 35% შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ნიკოლას ბლუმის განცხადებით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ სრული სამუშაოს სახლიდან შესრულება ბევრისთვის „იდეალური ვარიანტი“ არ არის, მაგრამ მისი აზრით, საოფისე და სახლში მუშაობის პრაქტიკის კომბინირება ბევრად მიმზიდველი იქნება დასაქმებულებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური კომპანიის PWC-ის დაკვირვებით, ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დასაქმებული ადამიანების 55% დისტანციურად გეგმავდა მუშაობის გაგრძელებას, ხოლო 80% აცხადებდა, რომ აღნიშნული იდეა მოსწონდა.