Helio AI-მ, რომელიც რეკრუტინგში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზეა ორიენტირებული პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა უზბეკეთში გახსნა. ეს ნაბიჯი კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Helio AI რეკრუტერების ასისტენტია, რომელიც 2 წელია ბაზარზეა და უკვე აქტიურად თანამშრომლობს 7 ქვეყნის 400-ზე მეტ ბრენდთან, მათ შორის უზბეკეთში. ჰელიოს ვაკანსიების შექმნა და სხვადასხვა არხებში განთავსება შეუძლია. ასევე ერთი სივრციდან შეიძლება აპლიკანტების განაცხადების მიღება და ავტომატური გადარჩევა, მათთან კომუნიკაცია, სრული შერჩევის პროცესის რეპორტინგი და ახლა უკვე ონბორდინგიც.
“აღნიშნულ ბაზარზე Helio AI ბიზნესებს გასული წლიდან ემსახურება, თუმცა ოფიციალური წარმომადგენლობა 2026 წლის დასაწყისში გავხსენით. ეს ნაბიჯი მოთხოვნის მზარდმა ტემპმა განაპირობა და ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია რეგიონში. განსაკუთრებით გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ქართველი და არამარტო, HR-ების გამოცდილება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავიტანოთ”, — იაკო ჯიქია, Helio AI-ს დირექტორი.
ამასთანავე, Helio AI IT PARK Uzbekistan-ის წევრი გახდა, რაც ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინოვაციებისა და კოლაბორაციის მთავარ ჰაბს წარმოადგენს. აღნიშნული პარტნიორობა კომპანიას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს რეგიონში პოზიციების გასამყარებლად.
გაიგეთ მეტი კომპანიის შესახებ:
- დამსაქმებლების სAIმედო პარტნიორი
- Helio AI-მ საერთაშორისო ფონდებისგან $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















