საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების წარდგენას. ამჯერად ბანკი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მეშვეობით, მისი პარტნიორის, ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგ მოლის – Extra.ge-ს კამპანიაში ჩაერთო. კამპანია Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტუალურ პროდუქციაზე ფასდაკლების შეთავაზებას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, ყველა, ვინც 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ახალი სასწავლო წლის სამზადისისთვის ექსტრაზე არსებული შეთავაზებებით ისარგებლებს, 60%-მდე ფასდაკლებას მიიღებს, საიდანაც 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებას Mastercard-ი ფარავს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის.
მომხმარებელი ფასდაკლებას 46 პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე მიიღებს. ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო, წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა.
რადგან, როგორც sCool Card-ი, ასევე სტუდენტური ბარათი Mastercard-ია, მის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით.
“მოხარული ვართ რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებულ კამპანიას ვთავაზობთ. ამ კამპანიის ფარგლებში sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მფლობელებს, მათ ვინც სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის ემზადება, ვაძლევთ შესაძლებლობას, 60%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ იმ შემთხვევაში თუ ნივთს Extra.ge-დან და თანაც Mastercard-ის მეშვეობით შეიძენენ. გვინდა ამ შეთავაზებით ყველას მივულოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ვუსურვოთ წარმატება და ვურჩიოთ რომ დაზოგონ Mastercard-თან, საქართველოს ბანკთან და Extra.ge-სთან ერთად“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
“ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობდეთ მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციას, განსაკუთრებული პირობებით. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ. www.extra.ge-ზე წარმოდგენილი 300-ზე მეტი პარტნიორიდან, 46 მაღაზია უკვე მზად არის, განსაკუთრებული ფასდაკლება გაუკეთოს მომხმარებელს ონლაინ შოპინგისთვის, რაც დღევანდელ რეალობაში ჯერ კიდევ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული, სტუდენტებისა და მშობლების სურვილებით დამთავრებული, მომხმარებელმა ჩვენს პლატფორმაზე გააკეთოს შენაძენი, რომელიც სჭირდება და რაც მთავარია გაუხარდება. მადლობას ვუხდით Mastercard-ს და საქართველოს ბანკს, რომელთა ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“ – განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.
“მოხარულები ვართ და მივესალმებით Online Marketplace-ების გააქტიურებას ქართულ ბაზარზე. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ შოპინგის ისეთი მარტივი და კომფორტული გამოცდილების მიღება, როგორსაც Extra.ge Mastercard-ის ყველა მომხმარებელს სთავაზობს“ – აცხადებს Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, იგორ სტეპანოვი.