ABBA Awards 2 მარტს საქართველოს 20 საუკეთესო რესტორანს გამოავლენს

ABBA Awards 2 მარტს საქართველოს 20 საუკეთესო რესტორანს გამოავლენს

Forbes-ის ყაზახური და ქართული გამოცემების პარტნიორობით, გასტრონომიული რეიტინგის დებიუტი საქართველოში 2 მარტს, Art Gallery Noblesse-ში შედგება

საქართველოში  პირველად ჩატარდება  ABBA Awards — დამოუკიდებელი გასტრონომიული დაჯილდოება, რომელიც საქართველოს მასშტაბით 20 საუკეთესო რესტორანსა და კაფეს გამოავლენს  (როგორც თბილისში, ისე — მთელი საქართველოს მასშტაბით) 

დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 2 მარტს გაიმართება და მას Art Gallery Noblesse უმასპინძლებს. ეს თანამედროვე კულტურული დაწესებულებაა, რომელიც არტ-სალონის გამოცდილებას საგამოფენო სივრცესთან აერთიანებს. საღამოზე შეიკრიბებიან Forbes Club-ის საპატიო სტუმრები ყაზახეთიდან და საქართველოდან, აგრეთვე წამყვანი რესტორატორები, ინვესტორები, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები

ABBA Awards-ის შესახებ

ჟურნალისტისა და ბიზნესმენის, არმანჟან ბაიტასოვისა და მედია მეწარმის, ბეიბით ალიბეკოვის მიერ დაარსებული ABBA Awards-ის მიზანი გამჭვირვალე და სისტემური ეროვნული გასტრონომიული რეიტინგის შექმნაა, რომელიც კონკურენციისა და მკაფიო შეფასების კრიტერიუმების მეშვეობით სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას გააძლიერებს. 

ჯილდოს დებიუტი 2025 წელს ყაზახეთში შედგა. დაწესებულებები დამოუკიდებელმა საექსპერტო ჯგუფმა სამი ძირითადი პარამეტრით შეაფასა: სამზარეულო, მომსახურება და ატმოსფერო. პროექტის მხარდამჭერი Forbes Kazakhstan იყო. რეიტინგი ყაზახური გამოცემის 2025 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

საქართველოს გამოცემა ჯილდოს პირველი საერთაშორისო ნაბიჯია, რაც ხაზს უსვამს როგორც საქართველოს კულინარიული ეკოსისტემის პოტენციალს, ისე — Forbes Kazakhstan-ისა და Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდებს შორის გაღრმავებულ პარტნიორობას. 

ღონისძიების დეტალები

Forbes Club x ABBA Awards Tbilisi-ს საღამო დახურული ფორმატის VIP მიღებითა და ნეთვორქინგით დაიწყება, რასაც მოჰყვება დაჯილდოების ცერემონია, სადაც 20 საუკეთესო ქართული დაწესებულება დასახელდება. ღონისძიება დასრულდება ვახშმით, რომელიც მიზნად ისახავს კავშირების დამყარებას საქართველოსა და ყაზახეთის ბიზნესსა და ჰორეკა (HoReCa) საზოგადოებებს შორის.

  • თარიღი: 2 მარტი, 2026
  • ლოკაცია: Art Gallery Noblesse, თბილისი
  • ფორმატი: დახურული, მხოლოდ მოსაწვევით

ბოლო წლებში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კულინარიულ დანიშნულების წერტილად იქცა, თბილისი კი თავისი სარესტორნო კულტურით სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს საერთაშორისო ასპარეზზე. ABBA Awards-ის ქართული გამოცემა მიზნად ისახავს ინდუსტრიისთვის სანდო, ყოველწლიური ორიენტირის შექმნას, რომელიც სასარგებლო იქნება სტუმრების, ინვესტორებისა და რესტორატორებისათვის.


Forbes Kazakhstan / Tan Media Group-ის შესახებ: Forbes Kazakhstan, რომელსაც Tan Media Group-ი გამოსცემს, ყაზახეთის ნომერ პირველი ბიზნეს გამოცემაა.  Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვია,  რომელიც ამავდროულად Forbes Georgia-ს აქციონერია. 

ABBA Awards-ის შესახებ: ABBA Awards დამოუკიდებელი გასტრონომიული რეიტინგია, რომელიც 2025 წელს ყაზახეთში არმანჟან ბაიტასოვმა და ბეიბით ალიბეკოვმა დააფუძნეს. ჯილდო რესტორნებს სამზარეულოს, მომსახურებისა და ატმოსფეროს მიხედვით აფასებს. Forbes Kazakhstan-ის მიზანია, ABBA Awards HoReCa ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან რეგიონულ ორიენტირად იქცეს.