მედიასააგენტო Reuters-ისათვის აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანიდან გაშვებული რაკეტები და დრონები ჩამოცვივდა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს ცეცხლი და შავი კვამლი, რომელიც ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალიდან ამოდის. ცნობისთვის, აეროპორტი ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმები მკაცრად დაგმო. სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას.
ამავდროულად, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.









