გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს 2026 წლის თებერვალი-მარტის ნომერში:
◾ ყდაზე: საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე | მთავარი რედაქტორი: შოთა დიღმელაშვილი |კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია | რეპორტიორები: ანტონ კოკაია და კახი ჩაკვეტაძე
ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი.
ფაქტი და კომენტარი
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს | ავტორი: სტივ ფორბსი
უსაფრთხოების მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტ ტრამპს ახალ წელს მოუწევს, უკრაინის ომი იქნება.
ასჯერ გაგონილი VS ერთხელ გაზომილი | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი
სადაც კაპიტალის დინება უხილავია, ბაზარი ნაკლებად პროგნოზირებადია, კონკურენცია – ნაკლებად გამჭვირვალე, ეკონომიკურ შედეგებზე კი ნაკლები ანგარიშვალდებულება არსებობს. სხვაობა გაზომილსა და ნავარაუდებს შორის არა ტექნიკური დეტალი, არამედ ინსტიტუციური არჩევანია. გაზომვა მხოლოდ ტექნიკური პროცედურა არ არის. გაზომვა საჯარო სიკეთეა.
LEADERBOARD
პრინცი – წინასწარმეტყველი
Polymarket-ის დამფუძნებელმა შეინ კოპლანმა ყველაზე უკეთ იცის, რომ მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზა – მისი შექმნაა. სწორედ ასე გახდა Forbes-ის 30 30-წლამდელის მონაწილე დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.
რომელ ქვეყნებშია შემოსავლები გადანაწილებული ყველაზე თანაბრად?
რომელ ქვეყნებშია შემოსავლები ყველაზე თანაბრად გადანაწილებული, ამის დასადგენად „ჯინის ინდექსს“ იყენებენ. „ჯინის ინდექსი“ იტალიელმა სტატისტიკოსმა კორადო ჯინიმ შეიმუშავა 1912 წელს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა.
მოსაზრება
საქართველოს სოციალური დახმარების სისტემა შესაცვლელია | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
საქართველოში დღეს არსებული სოციალური დახმარების პროგრამა 2006 წელს ამოქმედდა. პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა საბოლოო მიზანი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური დამხმარების გაწევაა. გარდა სპეციფიკური ჯგუფებისა (შშმ პირი, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და ა.შ.), სახელმწიფო ფულად და არაფულად დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (ღარიბებს). ფულად დახმარებას საარსებო შემწეობა ჰქვია და ვინ მიიღებს, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური შეფასების მიხედვით წყვეტს.
მომავლის გლობალური რეპეტიცია | ავტორი: ნანა დიხამინჯია
ES 2026 აღარ იყო უბრალოდ ტექნოლოგიური გამოფენა – ის გახდა ერთგვარი ცოცხალი ექსპერიმენტი, რომელიც ამოწმებდა, რამდენად მზად არის კაცობრიობა დაჩქარებული მომავლისთვის. უახლესი გაჯეტები, ჭკვიანი სათვალეები, რობოტები და პროტოტიპების სახით წარმოდგენილი ინოვაციები 250 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გაშლილი, რასაც ლას-ვეგასის უდიდესი საკონფერენციო ცენტრის ოთხი შენობის გარდა, გონდოლებიანი სასტუმრო „ვენეციის” ექსპოს სამი სართული და რამდენიმე სასტუმროს საკონფერენციო სივრცეები დასჭირდა. 4000-ზე მეტი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქტები თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა.
აუდიტის რეფორმიდან 10 წლის შემდეგ | ავტორი: ვახტანგ ცაბაძე
2026 წელს საქართველოში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 10 წელი სრულდება და ალბათ კარგი დროა აქამდე მიღწეული შედეგების მოკლე მიმოხილვისა და იმაზე მსჯელობისთვის, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს განვითარება. ამ რეფორმამ ქვეყნის ბიზნესგარემოში ფინანსური გამჭვირვალობის სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ისიც, რომ, როგორც SARAS-ის 2024 წლის ანგარიშიდან ვხედავთ, წარდგენილი ანგარიშგებების რაოდენობამ უკვე 80,000-ს გადააჭარბა.
სტრატეგია
Big Blue-ს კვანტური ფსონი | ავტორი: უილიამ ბოლდუინი
ინვესტორები ფულს არ ზოგავენ კვანტურ სტარტაპებში. იქნებ ჯობდეს, რომ უფრო პატივსაცემი მოთამაშე მოეძებნათ, რომელსაც შენების დიდი გამოცდილება ექნებოდა
ტექნოლოგია
ხელოვნური ინტელექტის შინაგანი ხმა | ავტორი: იაინ მარტინი
ELEVENLABS-ის კომპიუტერული ხმები იმდენად დამაჯერებელია, რომ მათ დედათქვენის მოტყუებაც კი შეუძლიათ. ოთხი წლის კომპანიისთვის ეს ერთდროულად კურთხევაცაა – დღეს მისი 30 30-წლამდელის ორივე მონაწილე მილიარდერია – და წყევლაც.
უნიკალური ტრაექტორია | ავტორი: ანინა ტეფნაძე
Optio ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქართული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს მონაცემების პერსონალიზებულ შეთავაზებებად გარდაქმნაში ეხმარება.
რეპორტაჟი
შეიძლება სურსათის ფასების შემცირება? | ავტორი: ანტონ კოკაია
სამი წლის შემდეგ პარლამენტში ისევ ლაპარაკობენ სურსათის ფასების რეგულირებაზე. მაშინდელ ინიციატივას არაფერი მოჰყოლია და კვლავ უცნობია, რა გზას დაადგება მთავრობა ამჯერად. საქართველო პირველი ქვეყანა სულაც არაა, რომელიც ფასების რეგულირებას ცდილობს. რა შეიძლება გამოვიდეს აქედან?
FORBES LIFE
საქართველოს ტოპ-20 რესტორანი | ავტორი: იზა გვარამაძე
ქართული გასტრონომიული სცენა საერთაშორისო ყურადღებას კიდევ ერთხელ იპყრობს: ABBA Awards-მა ქვეყნის მასშტაბით 20 საუკეთესო რესტორანი დაასახელა.
უძლეველი კაცი | ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი
დაუმარცხებელმა ტერენს კროუფორდმა, რომელსაც გვერდში უდგას უორენ ბაფეტი, რინგზე $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა და ახლახან გაიმყარა თავისი ადგილი კრივის პანთეონში. ვინაა 38 წლის ჩემპიონის შემდეგი მეტოქე? – მისი უდიდებულესობა დრო.
პარტნიორის კონტენტი
როგორ ყალიბდება CFO? | ავტორი: ანტონ კოკაია
ნიკოლოზ ლომთაძე, Silk Hospitality-ის ფინანსური დირექტორი, მაგალითია კარიერული გზის, რომელიც ოპერაციული პოზიციებიდან იწყება და სტრატეგიულ ლიდერობამდე მიდის. მისი გამოცდილება აჩვენებს, როგორ ქმნის პრაქტიკული ცოდნა მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწვეტილებებსა და გრძელვადიან ბიზნესსტრატეგიას.
კაფეტერიების მართვის ახალი სტანდარტი | ავტორი: იზა გვარამაძე
თანამშრომელთა კეთილდღეობა თანამედროვე კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობის ნაწილად იქცა და ამ პროცესში კვების სისტემაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Degusto ბიზნესებს კორპორაციული კაფეტერიების მოწყობა-მართვის სრულ სერვისს სთავაზობს და უკვე 15-მდე ორგანიზაციას ემსახურება. როგორ მუშაობს ეს მოდელი და რა სარგებელს იღებენ კომპანიები, ამის შესახებ Degusto-ს დირექტორი, სანდრო ნორაკიძე გვესაუბრა.
სამედიცინო ჰაბის ფორმირება ციფრული სკალპელით | ავტორი: იზა გვარამაძე
რობოტული ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად და სწრაფად განვითარებად მიმართულებად იქცა. საქართველოსა და კავკასიაში მისი დანერგვა ცნობილი ექიმისა და მეცნიერის, გურამ ქარაზანაშვილის სახელს უკავშირდება. მის მიერ დაფუძნებულ „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ (KRC), სადაც 9 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, 2024 წლის 27 თებერვლიდან დღემდე 300-ზე მეტი რთული რობოტული ოპერაცია შესრულდა. ამ გზაზე დაგროვილ გამოცდილებასა და სისტემურ განვითარებაზე გურამ ქარაზანაშვილი გვესაუბრა.
როლის მკაფიო დეკლარაცია | ავტორი: იზა გვარამაძე
სს „ნიკორა“ განვითარებას ახალი ვიზუალური იდენტობითა და სახელით – „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი“ (NMG) – განაგრძობს. ჯგუფი, რომელსაც 27 წლის წინ, ხორცპროდუქტების კომპანიით ჩაეყარა საფუძველი, დღეს 1.3 მილიარდ ლარად არის შეფასებული და წარმოებას, საცალო ვაჭრობას, ლოგისტიკასა და აგრობიზნესს ერთ სტრატეგიულ არქიტექტურაში აერთიანებს. განვითარების ამ ეტაპს სიმბოლურად დაემთხვა შპს „ნიკორას“ ახალი საწარმოს გახსნა, რომელშიც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. რებრენდინგის სტრატეგიულ ლოგიკასა და სამომავლო გეგმებზე NMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ურუშაძე გვესაუბრა.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
















