სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება “Caucasus Build” 17 აპრილს გაიხსნება.
📅 გამოფენა 3-დღიანია და 17-19 აპრილს დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება 11:00–18:00 საათამდე.
ვისთვის იქნება საინტერესო გამოფენა?
- სამშენებლო/დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის
- მათთვის, ვინც გეგმავს მშენებლობის ან რემონტის დაწყებას
რა დაგხვდებათ გამოფენაზე:
🔹 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე კომპანია — როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მწარმოებლები და დისტრიბუტორები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, პოლონეთი, ჩინეთი, იტალია, აზერბაიჯანი,ჩეხეთი,საბერძნეთი და საქართველო.
🔹 დამთვალიერებლებს დახვდებათ მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტი, მათ შორის:
- სამშენებლო და სარემონტო მასალები
- სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები
- ელექტრო და საინჟინრო სისტემები
- აუზების მოწყობის ტექნოლოგიები
- სხვა უამრავი ინოვაციური პროდუქტი
💬 პარალელური ღონისძიება:
17 აპრილს, 11:30 ზე გამოფენის ფარგლებში ICCA-სთან პარტნიორობით გაიმართებაპანელური დისკუსია:
„როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში –შესყიდვები და გადაწყვეტილებები“
მომხსენებლები:
– ინსი – ზვიად თოიძე , გენერალური დირექტორი
– ანაგი – ირაკლი გოგოლიშვილი, გენერალური დირექტორი
– ბლექ სი გრუპი – ამირან მამუჭაძე, დირექტორი
– სითიზენი – გოგა მაჭავარიანი, დირექტორი
– არსი – ბესო ორთოიძე
მოდერატორი: ირაკლი გიორგობიანი (ICCA)
მხარდამჭერი: თიბისი ბანკი
📣 გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!
გელით 17-19 აპრილს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში!
გამოფენის ორგანიზატორია ექსპოჯორჯია













