ქართული საიუველირო ბრენდი BIOLGEMS-ი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. კომპანიის დამფუძნებელი და კრეატიული დიზაინერი, მარიამ თევზაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდუსტრიული დაჯილდოების – JCK Awards – გამარჯვებული გახდა.
JCK Awards-ი საიუველირო ინდუსტრიაში ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა. მიმდინარე წელს ჟიურიმ გამარჯვებულად BIOLGEMS-ის დამფუძნებელი დაასახელა, რომლის ნამუშევრები თანამედროვე დიზაინსა და ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვას აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ მარიამ თევზაძე პირველი დიზაინერია საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან, რომელმაც აღნიშნულ დაჯილდოებაზე გამარჯვება მოიპოვა.
BIOLGEMS-ი დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა და ბრენდის კონცეფცია ინდივიდუალიზმს, უნიკალურ დიზაინსა და მასალების მიმართ გამჭვირვალე მიდგომას ეფუძნება.

დიზაინერის განმარტებით, გამარჯვებული ნამუშევრის შთაგონების წყარო პირადი გამოცდილება გახდა – გველების მიმართ მრავალწლიანი შიში, რომელიც საბოლოოდ შემოქმედებით იდეად გარდაიქმნა.
მარიამ თევზაძის გამარჯვება JCK Awards-ზე მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც თავად ბრენდისთვის, ისე ქართული დიზაინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდის თვალსაზრისით.
S









