Forbes Georgia | 2026 წლის აპრილის ნომერი

Forbes Georgia | 2026 წლის აპრილის ნომერი

გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს ახალ ნომერში:

◼ ყდაზე: ინოვაციების სათავეში

Visa კავკასიის რეგიონში ცვლილებებს არა მხოლოდ ფინანსური ინოვაციების, არამედ პრაქტიკული გადაწყვეტილებების საშუალებით ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმ დროის შემცირება, რომელსაც მოგზაურები საზღვარზე ან აეროპორტში ატარებენ — რესურსი, რომელიც დღეს განსაკუთრებით ფასეული ხდება. ამ ტრანსფორმაციის უკან დგას დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, და მისი პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც გლობალურ ხედვას რეალურ, ადგილობრივ ცვლილებებად გარდაქმნის.

იხილეთ სრულად

რეიტინგი

საქართველოს ყველაზე მოგებიანი ბანკები
◼ ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსოები
◼ საქართველოს 100 მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
◼ამერიკის ყველაზე გულუხვი ადამიანები

მოსაზრება

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2025 წელს? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
რატომ რჩება აუდიტი ხშირად ფორმალურ მოთხოვნად საქართველოში? | ავტორი: ვახტანგ ცაბაძე

სტრატეგიები

ქალი მართავს | ავტორი: იზა გვარამაძე

ავტოინდუსტრია წლებია, გენდერულად ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრად დაყოფილ სფეროდ მიიჩნევა, სადაც ქალების წარმომადგენლობა ჯერ კიდევ დაბალია, სტერეოტიპები კი – ძლიერი. „თეგეტა ჰოლდინგი“ ამ სტერეოტიპების მსხვრევას და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას ცდილობს.

ტექნოლოგიები

უცნობისმოყვარეობა, როგორც საწვავი | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სანდრო ჩუბინიძე იმავე ექსპერიმენტულმა ბუნებამ, რომელიც ბავშვობაში ათასგვარი თავგადასავლისაკენ უბიძგებდა, ზრდასრულ ასაკში ისეთი მასალის შექმნამდე მიიყვანა, რომელიც 2,000°C-იან ალსაც კი უძლებს.

პროფილი

◼ მაღალმფრენი | ავტორები: ზოია ჰასანი და თომას ბრიუსტერი

მსოფლიო დრონების 70%-ს ჩინეთი აწარმოებს. ბლეიკ რეზნიკს ამის შეცვლა სურს. სემ ალტმანისა და პიტერ ტილის მხარდაჭერით, BRINC-ის 25 წლის დამფუძნებელი აპირებს თავისი კვადკოპტერები ამერიკის პოლიციისთვის საუკეთესო არჩევნად აქციოს – ეს იმ შემთხვევაში, თუ ფედერალურ მთავრობას მის მთავარ კონკურენტს ააკრძალვინებს.

 AI-ის ალქიმიკოსი | ავტორები: რიჩარდ ნიევა, ანა ტონგი

სემ ალტმანმა თავისი პირველი ტექნოლოგიური კომპანია მოზარდობისას დააარსა და 28 წლისა მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორ Y COMBINATOR-ს ხელმძღვანელობდა. 40 წლისამ, OPENAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, გაუშვა CHAT GPT, და $500-მილიარდიანი გიგანტი შექმნა. დღეს უკვე ახალბედა მამა, ის აშენებს იმ მომავალს, რომელშიც მის შვილებს მოუწევთ ცხოვრება. ჰო, და კიდევ ჩვენც, დანარჩენებს.

◼ ლიდერიზატორი | ავტორი: იზა გვარამაძე

ლიდერი აღარ არის მხოლოდ იერარქიის სათავეში მდგომი პირი, არამედ სამუშაო გუნდის საყრდენი, რომელიც პოტენციალს კონკრეტულ ბიზნესშედეგებად გარდაქმნის. მარიამ დულსკიენე უკვე ათი წელია, ლიდერებისა და გუნდების განვითარებას ასე ხედავს და ბაზარს ეს მოსწონს: მისი ხელმძღვანელობით DEVELOR Georgia უკვე ასამდე კომპანიას დაეხმარა კორპორაციული კულტურის გაძლიერებასა და ბიზნესშედეგების გაუმჯობესებაში.

პარტნიორის კონტენტი 

◼ თბილისის წიგნის ბაზრობა PALITRA L-ის თვალით
◼ გამოწვევებიდან – სისტემურ ცვლილებებამდე
◼ სრული ფინანსური სურათი

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი