ფოტო: Getty Images
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.76%), 559.44 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 70.03 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 20.03% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 179.52 მილიონი ლარით, 0.53%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.54% შეადგინა. ამავდროულად, 1.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.95%-ით), 379.92 მილიონი ლარით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი აპრილის ბოლოსთვის 53.40%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან მიმართებით არ შეცვლილა.
აქვე აღსანიშნავია, რომ აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.62%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.












