EBRD საქაერონავიგაციას 10 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

EBRD საქაერონავიგაციას 10 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სახელმწიფოს კუთვნილ კომპანია „საქაერონავიგაციას“ 10 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს (სესხი) გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის ბანკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტის მიზანია, კომპანიას  კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული შოკების გადალახვაში დაეხმაროს და გაზარდოს მისი ლიკვიდური სახსრები.

საქაერონავიგაცია არის სახელმწიფოს საკუთრებაში არესუბული კომპანია, რომლის მიზანია, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა.