კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

ფოტო: REUTERS/Jack Taylor

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა, გადადგომის შესახებ განაცხადა. მან გადაწყვეტილება დაუნინგ-სტრიტზე გაკეთებული სპეციალური გამოსვლის დროს გააჟღერა.

სტარმერის თქმით, მის მიერ პრემიერ-მინისტრის რანგში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით იყო ნაკარნახევი. გარდა ამისა, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სტარმერმა მადლობა გადაუხადა მეუღლეს, ვიკტორიას, რომელსაც „მტკიცე საყრდენი“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა სურს მეტი დრო დაუთმოს შვილებს და „საუკეთესო მამა“ იყოს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას მანამდე გააგრძელებს, სანამ ლეიბორისტული პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. მის ერთ-ერთ მთავარ სავარაუდო შემცვლელად კი ენდი ბარნჰეიმი განიხილება, რომელმაც გასულ კვირას შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების ისტორიული გამარჯვების შემდეგ მოვიდა. მისი გადადგომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ბრიტანეთისთვის, სადაც ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრები თანამდებობაზე შედარებით მოკლე პერიოდით რჩებიან.