3 ივლისს Forbes Georgia Real Estate Summit 2026-ს გამართავს

3 ივლისს Forbes Georgia Real Estate Summit 2026-ს გამართავს
Radisson RED Tbilisi-ში დაგეგმილი სამიტის მთავარი თემებია დეველოპერული პროექტების დაფინანსება, საერთაშორისო პარტნიორობა, ენერგოეფექტურობა, არქიტექტურა და მდგრადი ურბანული განვითარება.

 

3 ივლისს, Radisson RED Tbilisi-ში, Forbes Georgia უძრავი ქონების ინდუსტრიისადმი მიძღვნილ Real Estate Summit 2026-ს გამართავს. ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს დეველოპერული, საინვესტიციო და ფინანსური სექტორების, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების წარმომადგენლებს.

უძრავი ქონების პროექტის კონკურენტუნარიანობას დღეს მხოლოდ ადგილმდებარეობა და მშენებლობის ხარისხი აღარ განსაზღვრავს. პროექტის ფინანსური სტრუქტურა, საერთაშორისო პარტნიორებისა და ბრენდების მოზიდვა, ენერგოეფექტურობა, არქიტექტურული კონცეფცია და ურბანულ გარემოსთან ინტეგრაცია სულ უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მის მიმდინარე ღირებულებაზე, ისე გრძელვადიან მდგრადობაზე.

Real Estate Summit 2026 სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ღონისძიების პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ქინოუთ-სესიას, ორ პანელურ დისკუსიასა და ბიზნესნეტვორკინგს.

ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე.

სამიტს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი და ღონისძიების გენერალური პარტნიორის, Petra Group-ის, გენერალური დირექტორი თინათინ კალანდარიშვილი გახსნიან.

ქინოუთ-სესია — „საქართველო გლობალური ბრენდების ყურადღების ცენტრში: როგორ ქმნის საერთაშორისო პარტნიორობა უძრავი ქონების ახალ ღირებულებას“ — საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობასა და ქართული დეველოპერული პროექტების გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებას დაეთმობა.

სესიაში მონაწილეობას მიიღებენ Maya Collection-ის CEO რიჩარდ მარია და Petra Group-ის გენერალური დირექტორი თინათინ კალანდარიშვილი.

პირველი პანელური დისკუსია დეველოპერული პროექტის ფინანსურ არქიტექტურას შეეხება. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ, როგორ ფინანსდება და ფასდება უძრავი ქონების პროექტი, რა განსაზღვრავს მის საინვესტიციო მიმზიდველობას და როგორ შეიძლება პროექტის ზრდის პროცესში ფინანსური და კომერციული რისკების მართვა.

მეორე პანელის მთავარი თემები იქნება ენერგოეფექტურობა, თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი ქალაქის განვითარება. არქიტექტურისა და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ, როგორ უნდა უპასუხოს თანამედროვე დეველოპმენტმა ქალაქების ზრდას, გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

Real Estate Summit 2026-ის გენერალური სპონსორია Petra Group, ხოლო პარტნიორი – ELT Group

ღონისძიების სპონსორები არიან Rogantini, GAUS Crypto, ALCOZON და UNICORN MARKET

Real Estate Summit 2026-ის პროგრამა

18:00–18:30 | სტუმრების მიღება და ნეტვორკინგი

18:30–18:45 | სამიტის გახსნა

  • შოთა დიღმელაშვილი — Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
  • თინათინ კალანდარიშვილი — Petra Group-ის გენერალური დირექტორი

18:45–19:00 | ქინოუთ-სესია

საქართველო გლობალური ბრენდების ყურადღების ცენტრში: როგორ ქმნის საერთაშორისო პარტნიორობა უძრავი ქონების ახალ ღირებულებას

  • რიჩარდ მარია — CEO, Maya Collection
  • თინათინ კალანდარიშვილი — გენერალური დირექტორი, Petra Group

19:00–19:30 | პანელური დისკუსია

კაპიტალი დეველოპმენტში: როგორ ფინანსდება, ფასდება და იზრდება უძრავი ქონების პროექტი

მოდერატორი:

  • ნათია სვანაძე — პარტნიორი, SavvY | ფინანსური სტრატეგია და მართვა

პანელის მონაწილეები:

  • თინათინ კალანდარიშვილი — გენერალური დირექტორი, Petra Group
  • ირაკლი არჯევანიძე INVESTIA-ს თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი; IBCCS-ის თანადამფუძნებელი
  • ვალერი გურგენაძე — კომერციული დირექტორი, ELT Group
  • მაია ხაჩიძე — მმართველი პარტნიორი, BDO Georgia

19:30–19:35 | მოკლე მიმართვა

ვაჟა მებაღიშვილი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი; Noble Real Estate-ის დამფუძნებელი

19:35–19:50 | ყავის შესვენება

19:50–20:20 | პანელური დისკუსია

მომავლის დეველოპმენტი: ენერგოეფექტურობა, არქიტექტურა და მდგრადი ქალაქი

მოდერატორი:

  • ნინო მესაბლიშვილი — აღმასრულებელი დირექტორი, Rentals

პანელის მონაწილეები:

  • ირაკლი ჟვანია — არქიტექტორი და ურბანისტი
  • ნატო ბოჭორიშვილი — საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ფინანსური მრჩეველი
  • გიორგი ქევანიშვილი — დირექტორი და თანადამფუძნებელი, ARCHIDEA Architecture

20:20–22:00 | ნეტვორკინგი

შეიძინეთ ბილეთები


ასევე წაიკითხეთ:

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი